სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსში ყველაზე აქტიურები ექიმები არიან

ბრიტანელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ რა გავლენას ახდენს პროფესია ადამიანის სექსუალურ აქტივობაზე. ჩაატარეს გამოკითხვა, რომელშიც ათასზე მეტი, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.

კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ სტუდენტები, რომლებიც ექიმის პროფესიას ეუფლებიან, სექსუალურად ყველაზე აქტიურები არიან – საშუალოდ 8 პარტნიორი ჰყავთ.

რეიტინგში მომავალ ექიმებს პოლიტოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები მიჰყვებიან. გამოკითხვის დროს, მათ საშუალოდ 7 პარტნიორი ჰყავდათ. მესამე ადგილზე ისტორიკოსები არიან, 6 პარტნიორით. მეოთხე ადგილზე კი ფილოლოგები მოხვდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100