სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„შიშველი დამლაგებელი გამოძახებით“ - ახალი და პოპულარული სერვისი აშშ-ში (ვიდეო)

ტეხასის პოლიცია მიიჩნევს, რომ დამლაგებლების გამოძახების სერვისი, რომლის დროსაც დამლაგებლები დამკვეთებთან შილიფად ჩაცმულნი ცხადდებიან და, მისი სურვილის შემთხვევაში, სახლს დედიშობილაც ალაგებენ, აშკარად გამოკვეთილ სექსუალურ ხასიათს ატარებს და კომპანიამ, რომელიოც ამ სერვისს უზრუნველყოფს, შესაბამისი ლიცენზია უნდა აიღოს.

სერვისის მფლობელი მიიჩნევს, რომ მისი თანამშრომლების საქმიანობას არა აქვს სექსუალური ხასიათი, ანუ თანამშრომლებს კატეგორიულად ეკრძალებათ სქესობრივ კონტაქტში შესვლა კლიენტებთან, ხოლო თუ ისინი ძალადობის მსხვერპლი გახდებიან, საქმეში ოპერატიულად ჩაერთვებიან მცველები.

ახალი სერვისი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს, ამიტომაც, პოლიციამ პირობა დადო, რომ არ შეუშლის ხელს კომპანიის საქმიანობას მანამ, სანამ მცხოვრებლებისგან არ შემოვა განცხადება, ან მანამ, სანამ პოლიცია მიიღებს ინფორმაციას სექსუალური სახის მომსახურების შესახებ. თუ ასე მოხდა და დადასტურდა, რომ დამლაგებლები არც სექსზე ამბობენ უარს, კომპანიას თითოეულ ასეთ შემთხვევაზე 2.000 დოლარის გადახდა მოუწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100