სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოლუმბიაში ბარაკ ობამას თვრამეტმა ორეულმა მოიყარა თავი

კოლუმბიის ქალაქ კარტახენის მოსახლეობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ერთდროულად, თითქმის ერთი და იგივე, რამდენიმე სახის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

კონკურსში ბარაქ ობამას ორეულის გამოსავლენად 18 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. სცენარიც შესაბამისი იყო: საპრეზიდენტო ჯიპი, უშიშროების აგენტები და კორდონი.

საბოლოოდ კონკურსმა აშშ-ის პრეზიდენტთან ყველაზე მიმსგავსებულად 32 წლის ბანკის თანამშრომელი, კარლოს პერეზი აღიარა. როგორც გამარჯვებული ამბობს, მას არ სურდა კონკურსში მონაწილეობის მიღება, თუმცა, მას ამის გაკეთება უფროსმა აიძულა.

ახლა კარლოსი იმედოვნებს, რომ ობამას გაცნობას შეძლებს, რომელიც კარტახენში, აპრილში დაგეგმილ სამიტზე აპირებს ჩასვლას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100