სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანჯელინა ჯოლი და მისი შვილი პაპარაცებმა მოიხელთეს (ვიდეო)

ეს ფოტოები და ვიდეო 10 მარტსაა გადაღებული: როცა ანჯელინა ჯოლი და მისი შვილი პაქსი ნიუ- იორკის ერთ-ერთი სასტუმროდან აეროპორტის მიმართულებით მიდიოდნენ, მანქანა ტელეოპერატორებისა და ფოტოგრაფების ალყაში მოექცა და ერთხანს დაძვრაც ვერ შეძლო.

როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავი, ასევე მძღოლი და ჯოლის დაცვის კუნთმაგარი ბიჭები მოთმინებით ელოდნენ პაპარაცების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, რათა მანქანა დაეძრათ. პაქსსს, ცოტა არ იყოს, შეშინებულ-შეშფოთებული სახე აქვს, იმის მიუხედავად, რომ მსგავს სცენებს შეჩვეულია, ხოლო ანჯელინა შვილს დროდადრო ღიმილით ამხნევებდა.

მომზადებულია week.ge-ს მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100