სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლატვიელმა მეთორმეტეკლასელმა გოგონებმა და ბიჭებმა შიშველი მილოცვები გაცვალეს

არატრადიციულად მიულოცეს ერთმანეთს 23 თებერვალი და 8 მარტი ლატვიელმა მოსწავლეებმა: 23 თებერვალს (როგორც ჩანს, საბჭოთა არმიის დღეს ზოგი იქაც „მამაკაცთა დღედ“ მიიჩნევს) ლიეპას პირველი საშუალო სკოლის მეთორმეტეკლასელი გოგონები სააქტო დარბაზში თავით ფეხებამდე გაშიშვლდნენ, სკამებზე მოკალათდნენ და სხეულის პიკანტური ადგილები პლაკატებით დაიფარეს, სადაც ბიჭებს „თავიანთი დღე“ მიულოცეს.

ანალოგიურადვე მოიქცნენ ბიჭები, რომლებმაც შიშველ სხეულზე აფარებული პლაკატებით თანაკლასელ გოგონებს 8 მარტი მიულოცეს. განსაკუთრებული ორიგინალურობით საერთო ფოტოზე ერთი მოსწავლე გამოირჩეოდა, რომელმაც ფეხებს შორის პლაკატი აიფარა, მის უკან დამალული ხელით კი პლაკატიდან მიხაკს ამოაყოფინა თავი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100