სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში ცნობილი „ორსული მამაკაცისა“ და მისი მეუღლის, ნენსის ისტორია (+ფოტო)

ტომასი მთელმა მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი ფოტოები მსოფლიოს წამყვანი გაზეთების ფურცლებზე გამოქვეყნდა და ის მსოფლიოში პირველ ორსულ მამაკაცად დასახელდა.

იმ დროს, როცა ტომასი და ნენსი ცდილობენ, ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებით იცხოვრონ, როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილი მაინცდამაინც მზად არ არის, მსგავსი ოჯახი ჩვეულებრივ ოჯახად აღიქვას. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ წყვილი თითქმის ყოველდღე იღებს სხვადასხვა ელექტრონული საშუალებებით გამოგზავნილ მუქარებს, მკვლელობის მუქარის ჩათვლით, ქუჩაში გამოჩენილ ტომასს კი „მახინჯს“ უწოდებენ.

ამასთან, წყვილის ორივე წარმომადგენლის ნათესავებმა მათთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები ნათესავთა „შემარცხვენლები“ არიან.

ტომასის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როცა ბავშვი 12 წლის იყო, მამამისთან დაახლოებული კი ტომასი არასდროს ყოფილა. ტომასი გოგოდ დაიბადა და სახელად ტრეისი ერქვა, მაგრამ მოგვიანებით სქესიც შეიცვალა და სახელიც.

უკვე 20 წლისასა სჯეროდა, რომ ქალის სხეულში ჩაკეტილი მამაკაცი იყო. 24 წლის ასაკში ტომასმა მამაკაცური ჰორმონების მიღება დაიწყო - ეს მისი პირველი ნაბიჯი გახლდათ სქესის შეცვლისკენ. ამასთან, როგორც ჩანს, ტრანსსექსუალი ბოლომდე ვერ შეელია ქალურ წარსულს და მამაკაცად მხოლოდ ვიზუალურად გარდაიქმნა, ქალის რეპროდუქციული ორგანოები კი შეინარჩუნა. მოგვიანებით ტომასი (ჯერ კიდევ ტრეისი) პარტნიორისგან დაორსულდა კიდეც. სქესის შეცვლის ოპერაცია მან აშშ–ში ჩაიტარა.

როცა ნენსის - მეუღლეს შეხვდა, მას უკვე ორი გოგონა ჰყავდა, მაგრამ წყვილმა სპერმის დონორის ძებნა ტომასისთვის დაიწყო, რადგან ნენსის აღარ შეეძლო შვილის გაჩენა. ტომასის მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა, ამ პროცესის ამსახველმა ფოტოებმა კი მსოფლიო მოიარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100