სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტანგა და ჯინსები საზიანოა ჯანმრთელობისთვის

მოდური ტანსაცმელი ძვირად გვიჯდება და საქმე მხოლოდ ფასში არ არის. აღნიშნულ ინფორმაციას Time ავრცელებს. ექსპერტების აზრით, მოტკეცილი შარვალი და ქუსლიანი ფეხსაცმელი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ვიწრო ჯინსი- მოტკეცილი შარვლებისა და ქამრის შემოჭერამ შეიძლება ნერვული დაბოლოებების შევიწროება გამოიწვიოს. ჩამონათვალში მონელების პრობლემებსა და ანემიასაც ვიპოვით. ამერიკელმა ექიმმა, ოქტავიო ბესამ „ვიწრო შარვლების სინდრომის“ ტერმინიც შემოგვთავაზა.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი -ფეხსაცმლის მაღალი ქუსლი და ვიწრო ცხვირი უამრავ პრობლემას ქმნის, როგორებიცაა ნერვის დაზიანება, სტრესული მოტეხილობა, სახსრის დაჭიმვა და სხვა. ორთოპედის თქმით, უკეთესია ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმარების დრო შევზღუდოთ, ან ისეთი შევარჩიოთ, რომელსაც გამძლე სუპინატორი და წონის კარგი გადანაწილების უნარი ექნება.

ტანგა ტრუსი- ტრუსის უხეშმა ნაკერებმა ნაზი კანის გადახეხვა ან მიკრობზარები შეიძლება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციად შეიძლება გადაიქცეს.

ჰალსტუხი- პერანგების თხელი , ვიწრო საყელო და ჰალსტუხი ხელს უშლის ტვინის სისხლით მომარაგების პროცესს. ეს კი იწვევს მხედველობის დარღვევას, თავის ტკივილსა და ხმაურ5ს ყურებში.

საყურე- დერმატოლოგების აზრით, პირსინგს შემთხვევათა 20% ბაქტერიულ ინფექციამდე მივყავართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100