სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საჭიროა თუ არა ვლადიმირ პუტინის ნეშტის დაკრძალვა“ - წამყვანს პუტინი ლენინში აერია (ვიდეო)

კრასნოიარსკის ტელევიზიის წამყვანის კურიოზი რუსული და არამარტო რუსული ინტერნეტსივრცის ჰიტად იქცა: როცა ინტერნეტში პოპულარულ ბლოგ-ტექსტებს მიმოიხილავდა და მიადგა თემას - საჭიროა თუ არა ვლადიმირ ლენინის ნეშტის მავზოლეუმიდან გამოტანა და დაკრძალვა, წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ პროხოროვის მიერ ინტერნეტში ამ თემის წამოწევა გაიხსენა და მიუთითა, რომ პროხოროვის მიერ დასმულ საკითხს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„საჭიროა თუ არა ვლადიმირ პუტინის ნეშტის დაკრძალვა?“ - იკითხა ტელეწამყვანმა და საუბარი გააგრძელა ისე, რომ არც კი შეუმჩნევია, როგორ აერია ერთმანეტში ლენინი და პუტინი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100