სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი „მშობლები“ გახდნენ

სელენა გომესმა დღეს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ავადაა და უამრავი წამლის აბის ყლაპვა უწევს, რათა ონტარიოში კონცერტი არ გამოტოვოს. მაგრამ ცუდი განწყობაც კი არ აღმოჩნდა მისთვის შემაფერხებელი ფაქტორი, რათა შეყვარებულთან, ჯასტინ ბიბერთან ერთად დაგეგმილი ოცნება ლეკვის „შვილად აყვანაზე“ აესრულებინა.

ვარსკვლავების ყოველი ფეხის ნაბიჯი ცნობილია და ბუნებრივია, სელენასა და ჯასტინის ფანებმა კარგად იციან - წყვილი გამალებით დადიოდა ძაღლების ამა თუ იმ თავშესაფარში და თავიანთთვის ძაღლის შერჩევით იყო დაკავებული. მათ კანადაში ერთად შეარჩიეს და „იშვილეს“ კიდეც ერთი ლეკვი, თუმცა, მაშინვე ვერ შესძლეს მისი წაყვანა სახლში - თავშესაფრის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღით დაცდა სთხოვა, რათა სათანადო დოკუმენტაცია გაემზადებინა.

და აი, დღეს სელენასა და ჯასტინის ოცნება ახდა: მათ უკვე ჰყავთ „შვილი“ ანუ, 10 კვირის ლეკვი, რომელსაც „ბეილისი“ დაარქვეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100