სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში უდიდესი სპერმის ბანკი წითურ მამაკაცთა მომსახურებაზე უარს ამბობს

მსოფლიოში უდიდესი სპერმის ბანკი უარს ამბობს ჟღალთმიანი დონორების მომსახურებაზე, რადგან გამოკვლევებით დადგინდა, რომ მათ გენეტიკურ მასალაზე მოტხოვნილება მკვეთრად დაბალია. ამის შესახებ The Daily Telegraph წერს.

სპერმის ბანკთა საერთაშორისო ქსელის Cryos დირექტორმა ოლე შოუმ განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სპერმის ბანკის დონორთა რიცხვი მაქსიმალურად გაიზარდა, ამან კი შერჩევის პრინციპის ცამოყალიბებას შეუწყო ხელი.

მისი თქმით, ბანკის საცავები, რომელიც საერთო ჯამში 70 ლიტრი ტევადობისაა, ამ დროისთვის სავსეა. ამავე დროს, რიგში 600 დონორი კიდევ ჰყავთ. „სულ უფრო მეტი ჟღალთმიანი ცდილობს დონორი გახდეს, მაშინ როცა მათზე მოთხოვნილება ძალიან დაბალია. არა მგონია, ქალმა დონორად წითური აირჩიოს, თუ ასთი ტიპის მამაკაცების მიმართ განსაკუთრებული მიდრეკილებით არ გამოირჩევა.“, - დაამატა დირექტორმა.

მისი თქმით, ერთადერთი ქვეყანა, სადაც წითურთა სპერმას „კარგი გასავალი აქვს“, ირლანდიაა და ამ ქვეყნის მოთხოვნის დასაკმაყოფილებელი მარაგი ბანკთა ქსელს კარგა ხნის წინ აქვს შევსებული.

შოუს განცხადებით, საბანკო ქსელ Cryos კლიენტები, ძირითადად იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში ცხოვრობენ, ამიტომ, ძირითადი მოთხოვნა შავგვრემან, შავთმიან მამაკაცთა სპერმაზეა. მისივე თქმით, შეინიშნება ინდოელთა სპერმის დეფიციტი, რადგან ქვეყნის კანონი მოქალაქეებს სპერმის გაცემას უკრძალავს. „თუმცა, მათზე მაინცდამაინც დიდი მოთხოვნა არ არის“- ამბობს საბანკო ქსელის დირექტორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100