სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საშინელი სიმართლე მუტანტებზე: რუსული გადაცემა, რომელიც ყველამ არ უნდა ნახოს

„როცა დედაჩემი მეკითხება, თუ რისგან არის გამოწვეული საშინელი პათოლოგიები, საიდან და რა გზით ჩნდებიან მუტანტები, რა ან ვინ არის დამნაშავე ამაში და როცა მე არ მაქვს დრო, მას ვრცლად და კომპეტენტურად ვუპასუხო, ვეუბნები: „დამნაშავეა ცივილიზაცია“ - ეს სიტყვები გამოჩენილ რუს მედიკოსს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ვიტალი როგინსკის ეკუთვნის და მან ისინი გადაცემა „საიდუმლო მასალებში“ თქვა, რომელიც ერთ-ერთმა რუსულმა არხმა მოამზადა. „საიდუმლო მასალები“ ეთერში 2011 წლის აგვისტოში გავიდა და ორმოცდაშვიდწუთიანი გადაცემის ფრაგმენტები „იუთუბზე“ აიტვირთა, თუმცა, მოგვიანებით ქსელის ადმინისტრაციამ ისინი წაშალა.

აჟამად გადაცემის ნახვა მხოლოდ რამდენიმე რუსულ საძიებო სისტემაშია შესაძლებელი და სტატიის ბოლოს „დრონი.ჯი“ ერთ-ერთის ბმულს გთავაზობთ, სადაც გადაცემის ნახვა თავიდან ბოლომდე შეგიძლიათ.

რედაქცია გაფრთხილებთ, რომ გადაცემაში გამოყენებული კადრები მძიმეა სანახავად და გთხოვთ, მონიტორს მოარიდოთ ბავშვები. ამავე დროს, გაფრთხილებთ, რომ გადაცემის ნახვა არ არის მიზანშეწონილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არამდგრადი ცენტრალური ნერვული სისტემა აქვთ.

თუ ზემოთჩამოთვლილი ბარიერები არ გიშლით ხელს, შეგიძლიათ ნახოთ რუს და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მედიკოსთა ცნობების, ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე მომზადებული გადაცემა, რომელიც შეგძრავთ და გულგრილს არ დაგტოვებთ. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ ფრაგმენტს გადაცემიდან:

„1956 წლის 25 დეკემბერს კავობრიობის ისტორიაში პირველი მუტანტი ბავშვი დაიბადა. გოგონა გერმანიის ქალაქ შტოილბერგში მოევლინა ქვეყნიერებას. როცა მშობლებმა ნანატრი შვილი პირველად ნახეს, შოკი გადაიტანეს: მას ყურები არ ჰქონდა. მამამისი ფარმაცევტული კამპანიის თანამშრომელი იყო. მის ცოლს ორსულობის დროს უძილობა სტანჯავდა და ქმარმაც გადაწყვიტა, დახმარებოდა: იმ დროისთვის ახალგამოსული და ფართოდ რეკლამირებული საშუალება „თალიდომიდი“ გამოუწერა. იმ დროს ეს პრეპარატი არ იყო ფართოდ გავრცელებული, ამიტომაც, ახალი და ფართოდ რეკლამირებული წამლის დადანაშაულება ვერავინ გაბედა. არადა, შეიძლება პირდაპირ ითქვას, „თალიდომიდი“, მუტოგენური აღმოჩნდა. ვიტალი როგინსკის თქმით, სწორედ ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს იწვევდა იმას, რომ იმ პერიოდში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვები ხელის, ფეხისა და სხვა ნაწილების გარეშე იბადებოდნენ.

„თალიდომიდის“ წარმოებაში მიღებიდან სულ რამდენიმე წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 12 ათასზე მეტი მუტანტი ბავშვი დაიბადა.

ტრაფალგარის მოედანზე დაიდგა სკულპტურა „ვენერა ხელების გარეშე“. ეს სკულპტურა მოქანდაკის ფანტაზიის ნაყოფი კი არა, „თალიდომიდის“ ერთ-ერთი მსხვერპლის ზუსტი ასლი იყო. ელისონ ლეპეკი - ცნობილი მხატვარია, მაგრამ იგი იძულებულია... პირით ხატოს, რადგან ხელები არა აქვს - ეს მხატვარი ერთ-ერთია მათგან, ვისაც ამ პრეპარატმა საშინელი კვალი დაამჩნია.

1968 წელს დაიწყო სასამართლო პროცესი იმ გერმანული ფარმაცევტული კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც უამრავი ადამიანი გააუბედურა. ფარმაცევტები დასაჯეს, „თალიდომიდი“ კი აიკრძალა (მისი გამოყენება ბოლო დრომდე აკრძალული იყო და რამდენიმე წლის წინ, ხანგრძლივი ყოყმანისა და მრავალგზის ჩატარებული კვლევის შემდეგ რამდენიმე ქვეყანამ ხდელახლა დაუშვა მისი ქსელში გატანა - მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა. - ლ.ბ.).

იმის მიუხედავად, რომ „თალიდომიდი“ დიდხანს იყო აკრძალული, ბოლო წლებში ისევ უამრავი ბავშვი იბადება საშინელი პათოლოგიით - მუტაცია ისევ აქტუალურია და მით უმეტეს, არაა დადგენილი, ახლა რომელი, ჯერაც ბოლომდე შეუსწავლელი და გამოუკვლეველი პრეპარატია დამნაშავე?..“

რედაქცია გაფრთხილებთ, რომ გადაცემაში გამოყენებული კადრები მძიმეა სანახავად და გთხოვთ, მონიტორს მოარიდოთ ბავშვები. ამავე დროს, გაფრთხილებთ, რომ გადაცემის ნახვა არ არის მიზანშეწონილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არამდგრადი ცენტრალური ნერვული სისტემა აქვთ.

ბმული გადაცემაზე: "საიდუმლო მასალები"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100