სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრეივიკის „წინამორბედი“ – ბელგიელი მანიაკი–პედოფილის იტორია

ამ ადამიანის მიერ ჩადენილმა ბავშვების წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. მას შემდეგ, რაც ის დააპატიმრეს, ბელგიაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც კინაღამ რევოლუციაში გადაიზარდა. მისი ბნელი წარსული დღესაც კი ტოვებს კითხვებს: ხომ არ იყო აქ რაიმე შეთქმულება? ეს არის ისტორია ბელგიელი მანიაკის შესახებ, რომელიც იტაცებდა და აუპატიურებდა პატარა გოგონებს პირდაპირ პოლიციის ცხვირწინ და ეს ყველაფერი განვითარებულ, თანამედროვე ევროპულ ქვეყანაში - ბელგიაში ხდებოდა.

1995 წლის აგვისტოში 17 წლის ან მარშალი და მისი 19 წლის მეგობარი იფია ლამბრექსი წავიდნენ ზღვისპირა ბანაკში დასასვენებლად. ეს ანის პირველი არდადეგები იყო მშობლების გარეშე. ანი და იფია მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ექსტრასენსის შოუში. მოგვიანებით ანის მამას ურეკავს უცნობი და ატყობინებს, რომ ისინი ამ შოუდან არ დაბრუნებულან. როდესაც პოლ მარშალი (ანის მამა), წავიდა პოლიციაში და გააკეთა განცხადება შვილის გაუჩინარების შესახებ, უბრალოდ გაოცებული და შეშინებული დარჩა მათი გულგრილობისაგან. პოლიციელებმა ურჩიეს მას არ ენერვიულა და უთხრეს, თავისით დაბრუნდებაო... პოლი სახლში დაბრუნდა და შვილის ძებნას საკუთარი ძალებით შეუდგა.

აღმოჩნდა, რომ ის ერთადერთი არ იყო, ვინც გაუჩინარებულ შვილს ეძებდა. 8 თვის წინ ასევე დაიკარგნენ 8 წლის მელისა რუსო და ჟული ლეჟო. პოლიციას თავი დიდად არც ამ შემთხვევაში შეუწუხებია.მათ, უბრალოდ, აირჩიეს მომგებიანი პოზიცია და ამბობდნენ – ბავშვები გაიქცნენ და მალე დაბრუნდებიან. თუმცა არცერთი არ დაბრუნებულა. სტატისტიკის მიხედვით, გატაცებული ბავშვების 91% იღუპება პირველ 24 საათში. ასე, რომ პირველ საათები ყველაზე მნიშვნელოვანია. 1996 წლის თებერვალში, ანის მშობლები მიხვდნენ, რომ შვილს ცოცხალს ვეღარასოდეს ნახავდნენ, თუმცა ძებნა ერთი წამითაც არ შეუწყვეტიათ. პოლიცია კვლავ უმოქმედოდ იყო.

1996 წლის ზაფხულის ერთ–ერთ დღეს 12 წლის საბინ დარდემი სკოლისკენ მიდიოდა, როდესაც იგი გაიტაცეს. ეს უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდა ბელგიის საზოგადოებისთვის. მათ აქტიურად დაიწყეს გაუჩინარებული ბავშვების ძებნა. გავიდა 10 კვირა – არავითარი შედეგი. ის–ის იყო, ხალხმა საბინის გაუჩინარება თითქმის დაივწყა, როდესაც გაიტაცეს კიდევ ერთი ბავშვი: 14 წლის ლეტიცია დელესი.
უკვე 6 გოგონა იყო გაუჩინარებული. საზოგადოება უსაფრთხოებას ითხოვდა. 3 დღე იყო გასული ლეტიციას გაუჩინარებიდან. როგორც იქნა, პოლიციამ ხელჩასაჭიდი იპოვა. მოწმემ სეჭვო თეთრი ფურგუნი შენიშნა დანაშაულის ადგილთან. მან ნომერი ნაწილობრივ დაიმახსოვრა კიდეც. დაიწყეს თეთრი ფურგონის მეპატრონეების ძებნა. ერთ–ერთი მათგანი იყო 39 წლის, 3 შვილის მამა, უმუშევარი ელექტრიკოსი მარკ დუტრო. პოლიციამ ის, მისი ცოლი მიშელ მარტინი და მეგობარი მიშელ ლელუვრი დაკითხვაზე დაიბარა.

დუტრო ყველაფერს უარყოფდა, ხოლო ნარკომანმა ლელუვრმა თქვა, რომ ლეტიცია ფურგუნის წინ მიმავალი ნახეს და როცა გაუსწორდნენ, მარკმა კარი გააღო და გოგონა ფურგონში ჩააგდო. ცოლმაც ყველაფერი უცებ აღიარა და დაამატა,რომ მისი ქმრის საქციელი გულისამრევია. ამ დაკითხვიდან ნათლად გამოჩნდა, რომ დუტრომ მოიტაცა გოგონები, მაგრამ იყვნენ თუ არა ისინი ცოცხლები? ამის გარკვევას ცდილობდა გამომძიებელი, როდესაც დუტრომ უცებ შესთავაზა: ”გინდათ 2 გოგონა გადმოგცეთ?” და გამომძიებლის უკან საბინ დარდემის სურათზე მიუთითა. დუტრომ უთხრა მისამართი, თუ სად იმყოფებოდნენ გოგონები. ბნელ, ბინძურ სარდაფში გამომძიებლებმმა იპოვეს 6 დღის წინ გაუჩინარებული ლეტისია დელესი და საბინ დარდემი, რომელიც ცოცხალი გადარჩა 80 დღიანი ტყვეობის შემდეგ. გოგონები საშინლად გამოიყურებოდნენ. ამ სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ სხვა გატაცებული ბავშვების მშობლებსაც გაუჩნდათ იმედი, რომ იქნებ მათი შვილებიც ცოცხლები იყვნენ, მაგრამ დუტრომ ამჯერად იმ სახლების მისამართები მისცა პოლიციას, სადაც იგი გატაცებულ გოგონებს თავიდან იშორებდა. მისი ერთ–ერთი სახლის ბაღში აღმოაჩინეს ჟული ლეჟონისა და მელისა რუსოს გვამები. ისინი შიმშილით დაიხოცნენ, რადგან მათი გამტაცებელი რამდენიმე ხნით ციხეში ჩასვეს. დუტრომ თავის ცოლს დაუბარა ბავშვების გამოკვება, მაგრამ მას უბრალოდ ეშინოდა ბნელ სარდაფში ჩასვლის.
აღიარების შემდეგ 17 დღეში დუტრომ პოლიციას აჩვენა სახლი, სადაც აღმოაჩინეს ან მარშალისა და იფია ლამბრექსის ცხედრები. ისინი გააბრუეს ნარკოტიკებით და ცოცხლად დამარხეს!
ექვსივე გაუჩინარებული გოგონა ნაპოვნია, ბელგია ცდილობს შეეგუოს ტრაგედიას. ციხეში კი ფსიქიატრები ცდილობენ მარკ დუტროს გონებაში გარკვევას. ის რა თქმა უნდა პედოფილი იყო, ფსიქოპათიური გადახრებით, მალევე ამის მიზეზი მის ბავშვობაში მოიძებნა. გარდატეხის ასაკში იგი მამაკაცებს სთავაზობდა სექსუალურ კავშირს, მამა ეგოისტი ჰყავდა, ოჯახში საკმაოდ რთული პირობები ჰქონდათ,რამაც გარკვეული კვალი დატოვა მის ფსიქიკაზე.

საბინ დარდემის სიტყვებზე დაყრდნობით, პოლიციამ დუტროს ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა შეძლო. მოტაცების შემდეგ, მან საბინი ერთ–ერთ მიყრუებულ სახლში წაიყვანა, ნარკოტიკებით გააბრუა და საწოლზე ჯაჭვით მიაბა. დუტრომ უთხრა გოგონას, რომ ის მოიტაცეს გამოსასყიდის გულისთვის, მისმა მშობლებმა კი გადახდაზე უარი განაცხადეს. ამიტომ გამტაცებლებმა მისი მოკვლა დაავალეს, მაგრამ რადგანაც ის ძალიან კარგია - ამას არ გააკეთებს. დუტრო აუპატიურებდა საწყალ გოგონას, ასევე ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, რომ ის არავის სჭირდება და საერთოდ გაუმართლა რომ მან იპოვნა. გადიოდა კვირეები. საბინი იჯდა სპეციალურად გაკეთებულ სარდაფში, რომელიც 1 მ. სიგანისა და 3 მ. სიგრძის იყო. მას ჰქონდა დღიური, სადაც X-ით აღნიშნავდა იმ დღეს, როდესაც დუტრო აუპატიურებდა. ერთი X ნიშნავდა მტკივნეულს, ორი X ძალიან მტკივნეულს. გამტაცებელი აწერინებდა მას წერილებს, რომლის გაგზავნასაც პირდებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ტყუილი იყო!

ბელგიელები მიხვდნენ, რომ ჟულისა და მელისას გაუჩინარების შემდეგ, პოლიციას თავისუფლად შეეძლო დუტროს დაკავება. ცნობილი გახდა ასევე ის ფაქტიც, რომ დუტრო და მისი ცოლი 1989 წელს გასამართლებულნი იყვნენ 5 გოგონას გატაცებასა და გაუპატიურების გამო. დუტრო სულ რაღაც 3 წელში გამოვიდა. ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ დუტრო გაჩერებას არ აპირებდა. 1992 წელს მან ვიღაცას სთხოვა ბავშვის გატაცებაში დახმარება - ყურადღება არ მიაქციეს! მისი ღვიძლი დედაც კი იმას ამბობდა, რომ ადვილი შესაძლებელია მარკს სახლში პატარა გოგონები ჰყავდეს დამალულიო.1995 წელს როგორც იქნა პოლიციამ დაიწყო მისი ფარულად თვალთვალი, მათ კამერა დაამონტაჟეს დუტროს სახლის წინ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დუტრომ ბავშვების გატაცება ღამით გადაწყვიტა, პოლიცია კი კამერას 18 საათზე თიშავდა. გამომძიებელმა რენე მიშომ მისი ბინის ჩხრეკა ჩაატარა, მასთან ერთად იმყოფებოდა ერთ–ერთი მუშა მოწმის სახით, რომელმაც მკაფიოდ გაიგონა ბავშვების ხმა და პოლიციელს შეატყობინა ამის შესახებ. გამომძიებელმა კი იმის მაგივრად, რომ ამისთვის ყურადღება მიექცია, ჩხრეკა შეწყვიტა და სახლი დატოვა. სახლიდან კი მელისა რუსოსა და ჟული ლეჟოს ხმები ისმოდა... 3 თვის შემდეგ ისინი დაიხოცნენ...

ჩხრეკის დროს ასევე ამოიღეს ვიდეოფირები, რომლებსაც არ უყურეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ჰქონდათ ვიდეო! ერთ–ერთ ფირზე ჩაწერილი იყო იმ სარდაფის აშენების პროცესი, სადაც ბავშვები იყვნენ მოთავსებული.ყველა ამ ფაქტის გაგების შემდეგ, საზოგადოებას ბუნებრივად ებადება კითხვა: ხომ არ ჰყავდა დუტროს ვინმე მაღალჩინოსანი მფარველი?

მოსამართლედ დაინიშნა მარკ კონეროდი, რომელმაც დააკავა დუტროს თანამზრახველები, მათ შორის მიშელ ნიული – ბიზნესმენი ბრიუსელიდან, დიდი ნაცნობობით. 80-იანი წლების დასაწყისში იგი სექს-ორგიების მსგავს წვეულებებში მონაწილეობდა და ახსენებდა ასევე რაღაც ფირებს, რომლითაც თითქოს რომელიღაც მინისტრს სახელს გაუტეხდა (იგულისხმება წვეყულებები პედოფილთა მონაწილეობით). ამ ყველაფრის გახმაურების შემდეგ პოლიციას მიმართა დუტროს თერთმეტმა მსხვერპლმა, ერთ–ერთი მათგანი იყო რეჯინა ლოფი – იგი ახლა 4 შვილის დედაა. რეჯინა მარკ დუტროს და მიშელ ნიულის ბავშვობიდან იცნობდა. რეჯინას დედის საყვარელმა, რომელიც მას აიძულებდა ხანშიშესულ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას, გააცნო ისინი (იმ პერიოდში რეჯინა პატარა გოგონა იყო). მათი შეხვედრა ძირითადად პედოფილების წვეულებებზე ხდებოდა, სადაც მის გარდა კიდევ სხვა ბავშვებიც იღებდნენ მონაწილეობას. უღებდენენ ვიდეოებს, სურათებს, აუპატიურებდნენ და ა.შ.რეჯინას თქმით, იქ არამარტო ნიული და დუტრო იყვნენ, არამედ ბელგიის გავლენიანი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და მაღალჩინოსანი პოლიციელები. რა გასაკვირია, რომ მას არავინ უჯერებდა?

რეჯინა მოუყვა გამოძიებას კრისტინ ვან ჰეესის მკვლელობის შესახებ (15 წლის), რომლის ცხედარიც 1984 წელს იქნა არმოჩენილი ბრიუსელის გარეუბანში. მან ისეთი დეტალები მოჰყვა, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყო. ეს მას წესით არ უნდა სცოდნოდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, კონორიდის გამოძიება, გავლენიანი პედოფილების გაერთიანების შესახებ, შეწყდა. 1996 წლის ოქტომბერში ის გაათავისუფლეს. უფროსობამ ეს დაასაბუთა, რომ კონორიდი სამსახურეობრივ გავლენას ბოროტად იყენებდა. ასი ათასობით ბელგიელი აღაშფოთა გამოძიების შეწყვეტის ფაქტმა.

1996 წლის 20 ოქტომბერს დაიწყო მასშტაბური აქციები,რომლებსაც დუტროს მსხვერპლებიც ესწრებოდნენ. 300 000 ადამიანი შეიკრიბა მთავრობის შენობასთან, რომელსაც მეხანძრეები წყალს ასხამდნენ, ხალხმა უბრალოდ უარი განაცხადა სამსახურებში გასვლაზე.ბელგია რევოლუციის ზღვარზე იყო.

გამოძიება 8 წელიწადს გაიწელა. სასამართლო პროცესი დაიწყო 2004 წელს. ბევრმა ვერ მოახერხა მოწმედ გამოსვლა. მაგ, იმ ადამიანმა, რომელსაც დუტრომ დახმარება სთხოვა ბავშვის გატაცებაში – იგი მოკლეს სასამრთლომდე 2 დღით ადრე. მთლიანობაში 20 ადამიანი დაიღუპა საეჭვო ვითარებაში, რომლებსაც შეეძლოთ ამ საქმისთვის, ამა თუ იმ კუთხით, ნათელი მოეფინათ. ასევე არ გამოცხადდა სასამართლოში რეჯინა ლოფი(მისი თქმით,იმიტომ, რომ მას უბრალოდ გიჟად თვლიან და არავინ უჯერებს).
2004 წლის 17 ივნისს მარ დუტრო ცნეს დამნაშავედ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
მიშელ ლელუვრი კი 25 წლით ჩასვეს.
მის ყოფილ ცოლს, მიშელ მარტინს 30 წელი.
გადარჩენილები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნ გახდნენ, ამბობდნენ, რომ მათ მხოლოდ დუტრო აუპატიურებდა და სხვა მამკაცი იქ არ უნახავთ. ეს ყველაფერი რეჯინა ლოფის სიტყვებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, მიშელ ნიული მოხსნეს ეჭვმიტანილთა სიიდან, რადგან ოფიციალური ვერსიით არანაირი პედოფილთა გაერთიანება არ არსებობდა.
საზოგადოება მაინც უკმაყოფილოა,რადგან ყველა კითხვას პასუხი არ გაეცა. ნუთუ მართლა შესაძლებელია ამდენი წლის მანძილზე ერთმა ფსიქოპათმა, რომელიც არანაირად არ გამოირჩევა ჭკუით, ჩაიდინოს ასეთი გახმაურებული დანაშაულები და ვერავინ შეამჩნიოს?
ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ სიმართლე – ახლაც ასე მიაჩნია ბელგიის საზოგადოებას და საერთოდ, ამ ქვეყნის მოქალაქეები თვლიან, რომ პედოფილთა ეს ისტორია შავი ლაქაა ქვეყნისთვის. ამის მიუხედავად, სიმართლე დღესაც არ არის გარკვეული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100