მოდის უგვირგვინო მეფე, რომელიც ნაცისტი ოფიცრების ცოლებსა და საყვარლებსაც კი აცმევდა - გზა "კრისტიან დიორობამდე"

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ლეგენდად ქცეული მოდელიერი ნაცისტურ სიმპათიებში იყო შემჩნეული... ის აცმევდა უმაღლეს საფეხურზე მყოფი ნაცისტი ოფიცრების ცოლებსა და საყვარლებს, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია იმაში, რომ გამხდარიყო ის, ვინც გახდა.

ის დიდი მოვლენა იყო და არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.

ეს ადამიანი 1940-1050-იანი წლების მიწურულის ყველაზე გავლენიანი მოდელიერად დაასახელეს და (1905-1957) ომის შემდგომი პერიოდის უგვირგვინო მეფედ აღიარეს. მის მიერ შექმნილი სილუეტი New Look წარმოჩენისთანავე ლეგენდად იქცა.

მან პირველმა გააერთიანა ერთი ბრენდის ქვეშ სხვადასხვა წარმოებული პროდუქცია და შექმნა მოდის პირველი იმპერია.

დიახ ეს გენიალური და დახვეწილი კრისტიან დიორია...



ცნობილი დიზაინერი კრისტიან დიორი 1905 წლის 21 იანვარს საფრანგეთში, კერძოდ ნორმანდიაში დაიბადა. ის ოჯახში მეხუთე შვილი იყო და თავისი და-ძმისაგან ყოველთვის განსხვავდებოდა. მშობლების მსგავსად, თავადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. სამხედრო სამსახურის გავლის და რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ, კრისტიანი პარიზში დაბრუნდა და 1935 წელს ესკიზების გაყიდვით, დიზაინერის კარიერა დაიწყო.

საზოგადოების მოწონებას ძირითადად მის მიერ შექმნილი ქუდების ესკიზები იმსახურებდა, თუმცა კრისტიანი კონცენტრირებას მაინც კაბების დიზაინზე ახდენდა.
1938 წელს დიზაინერი რობერტ პიგეტის მოდის სახლმა დაიქირავა, თუმცა მისი მუშაობა მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა. დიორი სამხრეთ საფრანგეთში მსახურობდა. ომის შემდეგ ის ისევ პარიზში დაბრუნდა და 1941 წლიდან ლუსიენ ლელონგის მოდის სახლში განაგრძო მუშაობა. 1946 წელს კრისტიან დიორმა თავისი დიზაინის სახლის გახსნაც მოახერხა.

1947 წელს დიორმა პირველი კოლექცია, ძალიან ცნობილი “NEW LOOK” ანუ “ახალი ხედვა” შექმნა. მომრგვალებული მხრები, ვიწრო წელი და სავსე ქვედა ბოლო _ ეს იყო დიორის პირველი კოლექციის მთავარი შტრიხები, რომელიც შემდეგ მსოფლიომ აღიარა.

ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთში ქალბატონების უმრავლესობა მამაკაცის სამუშაოს ითავსებდა და შესაბამისადაც ეცვა. ისინი დაღლილები იყვნენ გამოზოგვით და არაფრისაგან რაიმეს შექმნით. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კრისტიან დიორი, რომელიც ბრწყინვალე და მდიდრულ სამოსს ქმნიდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა პარიზის მოდის დედაქალაქად ქცევაში.

კრისტიან დიორი, თავის პარტნიორ ჯაკ რუტთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოდის ბიზნესში ლიცენზირებულ პროდუქციის წარმოებას ემხრობოდა. ჯერ კიდევ 1948 წელს, დიორმა ლიცენზირებული ბეწვეული, წინდები, ჰალსტუხები, პარფიუმერია და ტანისამოსი რეგიონალურ მაღაზიებში გაავრცელა. ამან ბრენდის პოპულარობას ძალიან შეუწყო ხელი.

დიორის სახლი უამრავ დაკვეთას იღებდა. რიტა ჰეივოტს თავისი ახალი ფილმის, "ჯილდას" პრემიერისთვის დიორის მიერ შექმნილი საღამოს კაბა ეცვა. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბალერინამ მარგო ფონტეინმა დიორს კოსტიუმი შეუკვეთა.

დიორის 1947 წლის ჩვენებაზე კლიენტები აშშ-დან ჩამოვიდნენ, ამის შემდეგ დიორი მიიწვიეს ლონდონში, სპეციალურად ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის რომ წარედგინა თავისი კოლექცია, თუმცა მეფე გეორგ V-მ ახალგაზრდა პრინცესებს, ელისაბედსა და მარგარეტს აუკრძალა New Look-ის სტილის სამოსის ტარება. მისი ღრმა რწმენით, ეს ბრიტანეთის მოსახლეობისთვის, რომლებიც ომის შემდგომ პერიოდში საქონელს ჯერ კიდევ ბარათებით იძენდა, ცუდი მაგალითი იქნებოდა.

50-იან წლებში, Christian Dior-ი გახდა პარიზის მაღალი მოდის ყველაზე პრესტიჟული და მომგებიანი სახლი. მისი უახლოესი კონკურენტები იყვნენ Pierre Balmain და საიდუმლოებით მოცული ესპანელი Cristobal Balenciaga.
ყველაზე ცნობილი მოდის სახლი Dior-ი ყველაზე ნიჭიერ ასისტენტებს ქირაობდა.

ერთ-ერთი მათგანი გახლდათ წარმოშობით იტალიელი პიერ კარდენი - მკერავი, რომელიც დიორთან 40-იანი წლების მიწურულს მუშაობდა, სანამ თავის საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა.

1953 წელს დიორმა ასისტენტად 20 წლის, ახლა უკვე ცნობილი დიზაინერი ივ სენ ლორენი დაიქირავა.

1957 წელს, იტალიაში კრისტიან დიორი უცაბედად გარდაიცვალა.

მას სადილობისას კრისტიანს ყელში თევზის ფხა გაეჩხირა, სული შეეხუთა და გულის შეტევით გარდაიცვალა.
ფრანგული გაზეთი Le Mond დიორზე წერდა: "მისი სახელი კარგი გემოვნების, ცხოვრების ხელოვნებისა და დახვეწილი კულტურის სინონიმად იქცა".
დიორის გარდაცვალების შემდეგ Christian Dior-ის პირველი კოლექციის ჩვენება სენსაციად იქცა. მის შესაქმნელად 21 წლის ივ სენ ლორანს სულ ცხრა კვირა დასჭირდა.

ივ სენ ლორენი დიორის სახლის მთავარ დიზაინერად იქცა. მისი პირველი კოლექცია “ტრაპეცია კაბებისგან” შედგებოდა. მას შემდეგ რაც, ივ სენ ლორენი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1960 წლიდან მარკ ბოჰანმა მთავარი დიზაინერის ფუნქციები თავის თავზე აიღო. ის 1989 წლამდე მუშაობდა, სანამ ჯან ფრანკო ფერემ არ დაიკავა მისი ადგილი. ფერე დიორის სახლში 1996 წლამდე მუშაობდა.

ჯან ფრანკო ფერეს შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, 1996 წელს ჯონ გალიანომ მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. მანამდე ის “ჟივენშის” მოდის სახლში მუშაობდა.

კრისტიან დიორი “შანელისგან” განსხავებით ცნობილია, როგორც ძალიან რომანტიკული, ძალიან ქალური სტილის დამკვიდრებით. მისი კოლექციები უფრო ფუფუნებისკენ იყო მიდრეკილი, ვიდრე კომფორტისაკენ.

კომენტარი