სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში ერთადერთი გველი-ციკლოპი, რომელსაც ფერმერი 750 დოლარად ჰყიდის

მისისიპის შტატში ფერმერი ტაირი ჯიმერსონი თავის ფერმაში პატარა უცნაური ქვეწარმავლის დაბადების მომსწრე გახდა - გარკვეული ანომალიის გველი ძალიან სუსტი და ერთიანი თვალებით დაიბადა, მას მხედველობის ორგანოები ციკლოპივით შუაში ჰქონდა მოთავსებული. გარდა ამ უცნაური ვიზუალისა, ქვეწარმავალს ჭიპლარი თავზე ჰქონდა და საკმაოდ უჩვეულო ფერის იყო.

როგორც ფერმერი იხსენებს, დაბადებისას პითონი ის ძალიან უსუსური იყო და მოძრაობა არ შეეძლო. იმისათვის, რომ ქვეწარმავალი არ დატანჯულიყო, ტაირიმ ის დააძინა და საყინულეში მოათავსა. ახლა ფერმერი ამ უცნაურ ქვეწარმავალს ჰყიდის 750$-ად და სჯერა, რომ მსურველები ბევრნი იქნებიან, რადგან გველი თავისი ვიზუალიდან გამომდინარე ძალიან უჩვეულოა და შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ერთადერთიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100