სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე ბუტია ნიშნები ჰოროსკოპის მიხედვით

„სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ გულში წყენა დავიტოვოთ და უარყოფითი განწყობით ვიყოთ გარკვეული ადამიანების მიმართ“ - ამბობდა ჯეინ ეარი. მარტივი სათქმელია, თუმცა განხორციელება მეტისმეტად რთული, განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანი ბუტია და ბრაზიანია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც წყენას დიდი ხნით ინახავენ გულში. გთავაზობთ ყველაზე ბუტია ნიშნებს ზოდიაქოს მიხედვით, რომლებიც ასტროლოგებმა რეიტინგის მიხედვით დაასახელეს:

მე-12 ადგილი - მშვილდოსანი

ამ საკითხში ყველაზე ბალანსირებული ნიშანია ასტროლოგების აზრით. იშვიათად ერთვებიან კამათში, კიდევ უფრო იშვიათად არიან კამათის წამომწყებნი და თუ დაიწყეს, თავადვე ასრულებენ, თანაც საკმაოდ მალე. იშვიათად, რომ გულში წყენა დაიტოვოს, თუმცა ყველა ადამიანს აქვს სუსტი წერტილი და თუ თქვენ სწორედ ამ წერტილს შეეხებით ცუდად, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ მის წყობიდან გამოყვანას შეძლებთ და ამასთან, შერიგება ცოტა რთულიც იქნება.

მე-11 ადგილი - მორიელი

ის არ არის უარყოფითი ემოციების კოლექციონერი, ამიტომ ცდილობს წყენა და დარდი დადებითი ქმედებებით გაანეიტრალოს. თუ მაინც მოახერხებთ მის განაწყენებას, მაშინ ეს წყენა გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოგიბრუნდებათ, თუმცა სამაგიეროს გადახდა არა პრინციპებს, არამედ „გულის მოფხანვას“ უფრო ეფუძნება - მორიელმა უნდა დაინახოს, რომ ის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე აწყენინა, თავადაც იტანჯება იგივე მიზეზით, რის გამოც ერთ დროს ის იტანჯებოდა. მორიელის ცხოვრების მთავარი თეზისი ყველასა და ყველაფერში ბალანსის ძებნაა.

მე-10 ადგილი - სასწორი

სასწორების ემოციური სქემა ძალიან მარტივია. მათი განაწყენებაც არაა რთული, თუმცა ბრზი მალე ავიწყდებათ, თუ ვინმეს გულს გადაუშლიან და უარყოფით ემოციებს დაცლიან. მთავარია იმ წუთებში თანამოსაუბრე ჰყავდეს. ამის შემდეგ ის მშვიდდება და მალე ისიც არ ახსოვს, რაზე აწყენინეს.

მე-9 ადგილი - ქალწული

იმისთვის, რომ ქალწული გაანაწყენოთ, ძალიან უნდა მოინდომოთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები სათანადოდ აფასებენ სიტუაციას და ადამიანებს. თუ მის წყენას მოახერხებთ, ის გარეგნულად არაფერს შეიმჩნევს, თუმცა დიდ ხანს დაამახსოვრდება და ამასთან, მის მიერ შედგენილ შავ სიშიც მოხვდებით - მათთან ადრინდელი ურთიერთობის იმედი ნუღარ გექნებათ.

მე-8 ადგილი - ლომი

ლომისთვის მნიშვნელოვანია ყურადღებისა და პატივისცემის მთავარი ობიექტი იყოს. ამიტომ საჭიროა, გამუდმებით აქოთ და ადიდოთ, თორემ უყურადღებობაც კი შეიძლება მისი წყენის მიზეზი გახდეს, რაც არც თუ ისე მალე ავიწყდება. თუ მის განაწყენებას კიდევ სხვა გზებით მოახერხებთ, ის შურისძიებას არ დაიწყებს, პირდაპირ ამოგშლით თავისი ცხოვრებიდან.

მე-7 ადგილი - ტყუპები

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სულაც არ უძნელდებათ გაგრძნობინონ, რომ თქვენზე ნაწყენია. უყვარს სამაგიეროს გადახდა და ამისთვის აქვს საკუთარი ხერხები, თუმცა გაბრაზებულზე არც სკანდალების მოწყობას ერიდებიან, ამიტომ ეცადეთ, მისი განაწყენება თავიდან აიცილოთ.

მე-6 ადგილი - ვერძი

ვერძი არც თუ ისე ემოციური და მგრძნობიარეა, თუმცა როდესაც რაიმეზე ბრაზდება, წყობიდან გამოდის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ბრაზზე მომენტალურად რეაგირებენ, ყვირიან, ამტვრევენ რაც ხელში მოხვდებათ, თუმცა ასევე მალე ავიწყდებათ წყენა და დაახლოებით ერთ საათში ახალი განწყობითა და შემართებით აგრძელებენ ურთიერთობას.

მე-5 ადგილი - თევზები

თევზებთან ყველაფერი გაცილებით რთულია. ისინი მარტივად პატიობენ მათ, ვინც აწყენინა, რაც ისევ თევზებისთვის არის ცუდი. ამ წყენის შესახებ არავის უყვებიან, მათი ქვეცნობიერი კი დიდხანს ინახავს და არავინ იცის, როდის ამოტივტივდება ზედაპირზე. ყოველი გახსენებისას კი ახლიდან განიცდიან ტკივილს. ამიტომ, მათთან ურთიერთობისას დაიმახსოვრეთ ორი მთავარი წესი: 1. არ გააბრაზოთ თევზები და 2. თევზები არ გააბრაზოთ.

მე-4 ადგილი - მერწყული

მერწყულების განაწყენება არ გინდათ, ისინი ისედაც ყველაფერზე ბრაზობენ. შეგიძლიათ უთხრათ, რომ დრეს ვარცხნილობა ცუდად აქვს გაკეთებული და თავად ნახავთ, როგორ გაცეცხლდება. ის თითოეულ თქვენს ნათქვამს ან ქმედებას ხშირ შემთხვევაში არასწორად იგებს და შესაძლოა ვერც კი მიხვდეთ, რაზე განაწყენდა. ამასთან, წყენას ძალიან დიდი ხნით ინახავენ გულში და შესაძლოა მაშინ წამოგაძახოთ, როცა გაბრაზებიდან ძალიან დიდი დროა გასული.

მე-3 ადგილი - თხის რქა

ისევე, როგორც ლომს, თხის რქასაც სჭირდება იმის ცოდნა, რომ მას აფასებენ და პატივს სცემენ, უფრთხილდებიან და ხელის გულზე ატარებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ვერ იტანენ უწყინარ ხუმრობებსაც კი მათი მისამართით. თუ შემთხვევით მას გაანაწყენებთ, ეცადეთ შეცდომა მისივე ქებით გამოასწოროთ, არ დაიშუროთ დადებითი კომპლიმენტები მისი მისამართით - მხოლოდ ეს ხეხრი თუ გაჭრის და მის გულს ასე თუ მოალბობთ.

მე-2 ადგილი - კირჩხიბი

კირჩხიბები ძალიან ემოციურები არიან, ყველაფერი ახლოს მიაქვთ გულთან, ამიტომ თქვენი ერთი არასწორი სიტყვა და მის მრისხანებას დაიმსახურებთ. თუმცა მთავარი პრობლემა ეს არ არის, წინ კიდევ უფრო რთული გზა გელით, რადგან მათი შემორიგება საკმაოდ დიდ ბარიერთანაა დაკავშირებული. ჯობია განაწყენებულ კირჩხიბს კორექტულად მოუხადოთ ბოდიში, რადგან სინანულის ტექსტიდან შესაძლოა კიდევ გარკვეული ფრაზა ეწყინოს და უფრო მეტად გაბრაზდეს. ამის შემდეგ კი შესაძლოა სამუდამოდ გაიფუჭოთ მასთან ურთიერთობა.

1-ლი ადგილი - კურო

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ძალიან მარტივი დეტალებიც სწყინთ. ის ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ბუტია და ბრაზიანია. მათ მდიდარი წარმოსახვა აქვთ და თითოეულ თქვენს მიერ ნათქვამ სიტყვას შეიძლება სხვადასხვა უარყოფითი განმარტება მოუძებნონ. შესაძლოა უწყინარი ხუმრობაც კი დიდ შეურაცხყოფად მიიღონ და ამით ურთიერთობა ძალიან გაიფუჭოთ მასთან. სამაგიეროს არ გადაგიხდით, უბრალოდ ერთი წყენა მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100