ქალები, რომლებმაც ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს

დღეს ბევრი დაობს იმაზე, რომ ქალის სუსტი სქესი არის ან არ არის - ისინი, რომლებიც ქალთა შესაძლებლობებს ვერ აფასებენ, მათ სუსტ სქესად მიიჩნევენ. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ კი დარწმუნდებით, რომ ამ „ნაზ და სუსტ სქესს“ ბევრი რამ შეუძლია. წარმოგიდგენთ იმ ქალთა ისტორიებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თავიანთი არსებობით.

ლა პოლა

პოლიკარპა სალავარიეტას, იგივე ლა პოლას, როგორც მას კოლუმბიელები უწოდებენ, ხანგრძლივი სიცოცხლე არ ჰქონია, თუმცა საკმაოდ გამორჩეული ცხოვრება ჰქონდა. ის თავისი ქეყნის დასაცავად იბრძოდა, რათა ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ. ლა პოლა პარტიზანურ დაჯგუფებას სხვადასხვა სახის ინფორმაციებს აწვდიდა, ასევე აგროვებდა მოხალისეებს მათთვის, რათა უფრო გაძლიერებულიყო და გაზრდილიყო მათი რაოდენობა. როცა ესპანელებმა მისი ქმედებების შესახებ შეიტყვეს, სიკვილი მიუსაჯეს ლა პოლას. 1967 წლიდან კოლუმბიაში დაარსდა კოლუმბიელი ქალების დღესასწაული, რომელიც პოლიკარპას ხსოვნას მიეძღვნა და მას ყოველწლიურად აღნიშნავენ.

ელიზაბეთ ბლექუელი

ელიზაბეთი გახდა პირველი ქალი აშშ-ს ისტორიაში, რომელმაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. მიუხედავად პატრიარქატული შეხედულებებისა, მან მოახერხა და 1857 წელს საკუთარი სტაციონარი გახსნა, სადაც ნიუ-იორკის მიუსაფარ ქალებსა და ბავშვებს მკურნალობდა.

გერტრუდა ბელი

არქეოლოგი გერტრუდა ბელი იყო თავის ეპოქის ყველაზე გავლენიანი ქალი. სრულყოფილად ფლობდა არაბულ ენებს და კარგად იცოდა ახლო აღმოსავლეთის ტრადიციები. ოსმალური იმპერიის მიერ ერაყზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ის დაეხმარა მტრისგან გათელილ ქვეყანას საზღვრების თანამედროვედ გამაგრებაში. მეზობელი სახელმწიფოს მმართველები პატივს სცემდნენ და აფასებდნენ მას, როგორც ერთ-ერთ უძლიერეს პიროვნებას.

ნელი ბლაი

„ქალბატონი სენსაცია“ ნელი ბლაი პირველი ქალი ჟურნალისტი იყო, რომელმაც თავისი სამსახური კრიტიკული წერილის დაწერის შემდეგ მიიღო, რომელიც პირდაპირ რედაქციაში გაგზავნა.

გერტრუდა კეზებირი

გერტრუდას ისტორია დაგარწმუნებთ იმაში, რომ გვიანი არასდროს არაფერია, თუნდაც ეს პირადი ცხოვრების შეცვლას ეხებოდეს. ის 37 წლის იყო, როდესაც უსიყვარულოდ შეუღლებული ქმრისგან წამოვიდა, კოლეჯში ჩააბარა და ფოტოგრაფის პროფესიას წარმატებულად დაეუფლა. მისმა ფოტო პოერტრეტებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი. დღემდე შედევრებად ითვლება მის მიერ გადაღებული ფოტოები და აღფრთოვანებას იწვევს ხელოვნების მოყვარულებში.

ენი უოქლი

ენი ოუქლი ცნობილი იყო, როგორც უჩვეულოდ სხარტი მსროლელი. მამის გარდაცვალების შემდეგ 8 წლის ენი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გახდა - ის სხვადასხვა თამაშებში იღებდა მონაწილეობას, სადაც სროლა უწევდა. განსაკუთრებული პოპულარობა ერთ-ერთმა შოუმ „ველურმა დასავლეთმა“ მოუტანა, სადაც მას სარკის გამოყენებით ზურგს უკან უნდა ესროლა მიზანში. ენი აგრეთვე ქალთა უფლებების დასაცავად იბრძოდა.

მადამ სი ჯეი უოქერი

მეწარმე და ფილანთროფი სი ჯეი უოქერი პირველი ქალია აშშ-ს ისტორიაში, რომლის საწარმოსაც წლიური მილიონი დოლარი ბრუნვა ჰქონდა. მას კოსმეტიკისა და თმის მოვლის საშუალებების ბიზნესი ჰქონდა. სი ჯეი ასევე სხვა ქალებსაც ბევრჯერ დაეხმარა თავიანთი ბიზნესის აწყობაში.

მოდ ვაგნერი

დღეს ქალის სხეულზე გაკეთებული ტატუირება ჯერ კიდევ უამრავ ადამიანს აღიზიანებს და წარმოიდგინეთ მაშინდელ ეპოქაში როგორი შოკი იქნებოდა იმ დროინდელი საზოგადოებისთვის ქალი, რომელსაც სხეული მთლიანად ტატუთი ჰქონდა მოხატული. მოდ ვაგნერმა დიდი წნეხი გადაიტანა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში. ამ ამბის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ქალმა საკუთარი ხელით გაიკეთა ტატუ, რომელიც ხელოვნების ნიმუშს უფრო ჰგავდა.

ანეტ კელერმანი

მოცურავე ანეტის საცურაო კოსტუმი მეოცე საუკუნის დასაწყისში დიდი განხილვის თემა გახდა. დღევანდელი საზოგადოებისთვის ზედმეტად დახურული საცურაო კოსტუმი მაშინ ზედმეტად თამამი ჩანდა. ის დააპატიმრეს კიდეც „აშკარა უხამსი ქმედებისთვის“, თუმცა მალევე მის მიერ ცურვაში მიღწეულმა წარმატებამ გადაფარა ის სკანდალი, რაც მის ჩაცმულობას უკავშირდებოდა.

შარლა ტაკრალი

სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ინდოელ ქალებს ძალიან რთული ცხოვრებისეული გზის გავლა უწევთ თავიანთი გენდერიდან გამომდინარე, რადგან ბევრი ყოფითი უფლება წართმეული აქვთ. ამიტომ, ორჯერ უფრო გასაოცარია ეს ისტორია შარლა ტაკრალზე, რომელიც 1936 წელს 21 წლის ასაკში პირველი ქალი მფრინავი გახდა მსოფლიოში. მართალია, ოჯახური მდგომარეობის გამო (როდესაც ის დაოჯახდა) ამ პროფესიას მალევე დაანება თავი, თუმცა მსოფლიოში შექმნა პრეცედენტი, რომ ქალს, მით უფრო ინდოელს კარგად შეუძლია მამაკაცის საქმე შესანიშნავად აკეთოს.

ნენსი უეიქი

ინგლისელი ნენსი უეიქი პირველი ჯაშუში ქალი იყო მსოფლიოში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის დაზვერვაში მუშაობდა. ის ნამდვილი ჯარისკაცის უნარებით გამოირჩეოდა. თავისი გამორჩეული სიფრთხილის გამო ზედმეტ სახელად „თეთრი თაგვი“ შეარქვეს. ომის დამთავრების შემდეგ ის ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პოლიტიკური კარიერის აწყობას ეცადა. 2001 წელს, 98 წლის ასაკში სამშობლოში დაბრუნდა და სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი იქ გაატარა.

როზალინ ფრანკლინი

ბიოფიზიკოსმა როზალინ ფრანკლინმა მეცნიერებაში დიდი წვლილი შეიტანა დნმ-ის სტრუქტურაზე დეტალური რენტგენოგრამის გაკეთებით. სამწუხაროდ, მისი შრომა არ დააფასეს სათანადოდ და პრემია მის ნაცვლად სხვებმა მიიღეს და ფრანკლინის გვარი არსად ახსენეს.

კომენტარი