"ჩემს კოლეგასთან ძალიან კარგი სექსი მქონდა, ერთად ყოფნასაც ვაპირებდით, მაგრამ ახლა მიწევს ლოდინი, სანამ ის თავის ქმრისგან დაორსულდება"

წერილი, რომელსაც უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ-ერთმა შეყვარებულმა მამაკაცმა მიწერა რედაქციას. დრონი.ჯი გთავაზობთ წერილის თარგმანს:

„ჩვენ ერთმანეთს სამსახურში შევხვდით, ორივე დაოჯახებულები ვიყავით. მას ერთი შვილი ჰყავს, მე კი - ორი. ორივე 39 წლისები ვართ. ამ კომპანიაში საერთო პროექტზე მოგვიწია მუშაობა. საქმე საკმაოდ ბევრი იყო და ამავდროულად რთულიც და ეს ჩვენი დაახლოების მთავარ მიზეზად იქცა. ორივე ვხვდებოდით, რომ სექსუალური ლტოლვა ჩნდებოდა ჩვენს შორის.

მალევე პრეზენტაციის გაკეტება მოგვიწია ლონდონში და იქ ერთად გავემგზავრეთ. საღამოს წარმატებით დასრულების შემდეგ მან შემომთავაზა ამ ამბის აღნიშნვა და თავის ნომერში ყავაზე მიმიწვია. ოთახში შესვლისა და კარის დახურვისთანავე ცხოველებივით მივვარდით ერთმანეთს და ტანსაცმის გახდა დავუწყეთ. ამ წუთებს ორივე დიდი ხანი ველოდით და უბედნიერესები ვიყავით, რომ როგორც იქნა ეს ნაბიჯი გადავგდით.

ამის შემდეგ ერთმანეთს რამდენიმე თვე კიდევ ვხვდებოდით და ორივე ვაპირებდით მეორე ნახევრებს დავშორებოდით, რათა ერთად ყოფნა შეგვძლებოდა. ერთ დღეს კი გამომიცხადა, რომ ოჯახს ჯერ ვერ დაანგრევს, რადგან მის მეუღლეს ძალიან უნდა ჩემი საყვარელი ქალი მეორე ბავშვზე დარჩეს ორსულად. მითხრა, რომ მეუღლეს ვერ ატკენს გულს და მთხოვა, რომ დაველოდო. ჩემთვის ეს ყოველივე მოულოდნელი იყო, რადგან ნათქვამი ჰქონდა, რომ საკუთარ მეუღლესთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მათ სექსიც აღარ ჰქონდათ.

ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ მე პირადად ჩემს მეუღლესთან დიდ ხანს ვეღარ გავჩერდები, აქამდეც მხოლოდ შვილების გულისთვის ვიყავი მასთან. ყოველ საღამოს ფეისბუქთან ვჯდები და ჩემი საყვარელი ქალის პროფილზე შევდივარ, ვათვალიერებ ფოტოებს და ვუყურებ, როგორი ბედნიერია თავის ქმართან და სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ ვიცი, ღირს კი მისი ლოდინი?“

კომენტარი