რა მიზეზით ჰყიდიან გოგონები საკუთარ ქალიშვილობას და რა ჯდება ეს სიამოვნება? (18)

26 წლის ლონდონელმა სტუდენტმა გოგონამ სახელად ჟასმინი გადაწყვიტა საკუთარი ქალიშვილობა მას შემდეგ გაეყიდა, რაც ღირსეული მამაკაცის ლოდინში დაიღალა. ჟასმინმა მიზნად დაისახა, თავის აპკით მილიონები ეშოვნა. ის არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც ამ საქმეში ფინანსური მოგებით არის დაინტერესებული. გაგაცნობთ რამდენიმე შემთხვევას:

ტრანსგენდერის ქალიშვილობა:

ეს ალბათ ყველაზე უცნაური და ერთადერთი შემთხვევაა, თუმცა ფაქტია - 25 წლის ლონდონელმა ტრანგენდერმა ლილა როუზიმ თავისი უმანკოება 30 ათას ფუნტად შეაფასა, ამ თანხით კი სქესის შეცვლის ოპერაციასთან ერთად მკერდისა და დუნდულების პლასტიკა გაიკეთა.

„უნამუსოს ხელში რომ არ აღმოჩნდეს“

„ვყიდი ქალიშვილობას, რადგან მეშინია - თუ ჩემს შეყვარებულს ვაჩუქე, ის კი უნამუსო აღმოჩნდება და ბოლოს მიმატოვებს“ - როგორც ჩანს, ამ ფაქტის ბევრ გოგონას ეშინია. აღნიშნული მიზეზის გამო 18 წლის კიმმა რამდენიმე თვის წინ საკუთარი ქალიშვილობა აუქციონზე რეკორდულ ფასად, 2,3 მილიონ ევროდ გაყიდა. საწყისი ფასი 100 ათასი ევრო გახლდათ. მთლიანი თანხის 20% კი იმ საიტს გადაერიცხა, რომლის მეშვეობითაც ჩატარდა აუქციონი.

„ფული მჭირდება“

„ვარ ძალიან საყვარელი, 18 წლის წტუდენტი გოგონა. ვყიდი ქალიშვილობას სერიოზულ მამაკაცზე, რომელიც ფინანსურად დამეხმარება. ფასი 50 ათასი გრივენი“ - გააკეთა განცხადება უკრაინელმა გოგონამ. იქვე კი ირწმუნებოდა, რომ ფული ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმისთვის სჭირდებოდა.

„გადამგდები“ კლიენტი

2015 წელს 20 წლის აზერბაიჯანელმა კრისტინამ გადაწყვიტა საკუთარი ქალიშვილობა მილიონ რუბლად გაეყიდა. მსურველი ძალიან მალე გამოეხმაურა და დათქვეს შეხვედრა. ინტიმურ კონტაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე გოგონამ მოითხოვა ბიჭისგან გადახდისუნარიანობის მტკიცებულება, თუმცა მამაკაცი თავიდან აჭიანურებდა, შემდეგ კი ძალა იხმარა კრისტინაზე. შედეგად, მოტყუებული გოგონა ფულისა და აპკის გარეშე დარჩა, მამაკაცმა კი ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება.

მოულოდნელად

2008 წელს 18 წლის რუსმა გოგონამ სვეტლანამ ომსკის ოლქიდან გადაწყვიტა უმანკოება 10 ათას დოლარად გაეყიდა, ამ ფულით რეგიონიდან ქალაქში გაასულიყო საცხოვრებლად და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაებარებინა. გაცნობის საიტზე გოგონამ გულახდილად დაწერა, რომ სიყვარული არ სჭირდებოდა, მას ფული უნდოდა, რათა აეწყო მომავალი ცხოვრება. სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა სვეტლანამ შეარჩია მამაკაცი, რომელიც აღმოჩნდა მოსკოველი 38 წლის ბიზნესმენი.

ლესბოსელის ქალიშვილობა

2004 წელს 18 წლის როზი რეიდმა საკუთარი უმანკოება 44 წლის განქორწინებულ ინჟინერს 13 ათას დოლარად მიჰყიდა. როგორც გოგონამ განაცხადა, მისი კლიენტი პირველი და უკანასკნელი კაცი იქნებოდა, ვინც მის ვაგინას შეეხებოდა, რადგან როზი ლესბოსელი იყო. მაშნდელი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეიდს თავისი შეყვარებული გოგონა კარს უკან ელოდებოდა პროცესის დასრულებას.

კომენტარი