ადამიანები ემოციურად გვაშანტაჟებენ?

ჟურნალმა „ELLE”-მ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური სტატია, რომლის თარგმანსაც დრონი.ჯი გთავაზობთ.

„ხომ ხედავ, რომ შენ ის არ შეგეფერება? თვალები სად გაქვს? ვერ ხვდები, რომ ის შენს ცხოვრებას გაანადგურებს? ნამდვილად მოგაჯადოვა, ჯობია მანამდე დაშორდე, სანამ გვიანი არ არის“ - ამ სიტყვებს ჩემი ბიძაშვილი ანა საკუთარი დედისგან ხშირად ისმენდა. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ანამ მარკი სახლში მიიყვანა მშობლებთან გასაცნობად. ბიჭი გერმანელი იყო და ჩემმა ბიძაშვილმა პირველი ნეგატიური ფრაზაც მოისმინა მამისგან - „ის რა, ფაშისტია?“ ყველაფერი კი ერთ დიდ კინოსცენარს დაემსგავსა - მარკის გაცილების მომენტიდანვე დაიწყეს მშობლებმა მისი გაკრიტიკება. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ანას ნელ-ნელა დაეკარგა ინტერესი მარკის მიმართ.

ერთმა ჩემმა მეგობარმა ცოლი თითქმის მოიყვანაა. თუმცა ქორწილამდე ერთი კვირით ადრე რელიგიურმა ნათესავებმა მას ურჩიეს, უფრო სწორად ულტიმატუმის რეჟიმში მოსთხოვეს, რომ წვეულებაზე ალკოჰოლი არ ყოფილიყო. საპატარძლოს მამა მეღვინე იყო, საკუთარი ქალიშვილის ქორწილისთვის კი უამრავი წლით ადრე გადაინახა კარგი ხარისხის ღვინო, რათა წვეულებაზე კარგად დაძველებული და გამორჩეული ყოფილიყო. როგრია ასეთ დროს სასიმამროს უარი უთხრა ქორწილში ალკოჰოლის მიღებაზე? როგორც ჩემი მეგობარი რომა იხსენებს, ძალიან საშინელი სიტყვები მოისმინა მისი მისამართით. ჯერ საყვარელმა დეიდამ უთხრა უარი ქორწილში მისვლაზე, თუ ალკოჰოლი იქნებოდა დაშვებული, შემდეგ მას სხვა ნათესავი აჰყვა და მიახალა, რომ მისი საცოლე ალკოჰოლიკს ჰგავდა, ხელები უკანკალებდა და სახეზე შეშლილი იერი დაჰკრავდა. რა თქმა უნდა, რომამ არ დაიჯერა ეს სიტყვები, თუმცა ქვეცნობიერში ამან მოსვენება არ მისცა და საცოლეს ხელებს ხშირად აკვირდებოდა, მართლა უკანკალებდა თუ არა. აქაც სიტყვებმა დიდი გავლენა იქონია. ქორწილიც გადაიდო, რადგან ჩემს მეგობარს არ სურდა არც ერთი მხარის წყენინება.

ფსიქოლოგმა სიუზან ფორვარდმა მსგავს ფაქტებს ძალიან ღრმა სახელწოდება - ემოციური შანტაჟი შეუსაბამა. ეს არის შემთხვევა, როდესაც საყვარელი ადამიანების მიერ ნათქვამი ფრაზა ჩვენს გრძნობებსა და ემოციებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ემოციური შანტაჟის დროს იკვეთება სამი ფაქტორი - შიში, დანაშაულის შეგრძნება და ვალდებულება. ეს ის ფაქტორებია, რომელთა გამოც ადამიანი იძულებულია ანგარიში გაუწიოს „შანტაჟისტს“. ის კი თავის მხრივ ცდილობს ყველა ხერხით მიაღწიოს სასურველს და არ უკვირდება, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა ნათქვამმა. უამრავი მოზარდი გამხდარა ფსიქოლოგიური შევიწროების მსხვერპლი მშობლების მხრიდან, ეს კი მის შემდგომ განვითარებას ძალიან აფერხებს.

ემოციური შანტაჟის ფაქტები წყვილებს შორისაც უამრავია. ორ შეყვარებულ ადამიანს შორის ერთ-ერთი შეიძლება მანიპულირებდეს მეორეს გრძნობებით და თუ მისი პარტნიორი ემოციური ადამიანია, მაშინ თავის მიზანს სავარაუდოდ ყოველთვის აღწევს.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ასეთ დროს იგნორი ყველაზე კარგი გამოსავალია, თუმცა ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ადამიანი, რომელზეც შესაძლებელია ემოციური შანტაჟის განხორციელება, საკმაოდ ემოციური ბუნებისაა და მისთვის საყვარელი ადამიანის იგნორირება სიკვდილის ტოლფასია.

რა თქმა უნდა, არაა მარტივი, თუმცა ამასთან ეტაპობრივად შეჩვევა ჭირდება, ჯერ გააზრების დონეზე, შემდეგნ გათავისების და ბოლოს უკვე დადგება დრო, როცა საკუთარ პიროვნებას ჩამოაყალიბებთ ისე, რომ შეძლებთ სხვების დაიგნორებას, რადგან თქვენ თქვენი აზრი და შეხედულება გაგაჩნიათ და პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა გაუწიოთ ანგარიში, ისე რომ სხვა ნაკლებად დაზარალდეს. მთავარია თქვენმა თვითშეფასების დონემ კიდევ უფრო მაღლა აიწიოს.

კომენტარი