რატომ აიგნორებს მამაკაცი იმ ქალს, რომელიც მოსწონს?

„რაც უფრო ნაკლებად გვიყვარს ქალი, მით უფრო მეტად ვუყვარდებით ჩვენ მას“ - უამრავი მამაკაცი იყენებს ამ ფორმულას, განსაკუთრებით მათთან, ვინც ნამდვილად მოსწონთ. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმ რამდენიმე მიზეზს შორის, რის გამოც ძლიერი სქესი ქალს აიგნორებს. ჟურნალმა ELLE მამაკაცის მხრიდან ქალის დაიგნორების რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

არასაკმარისად იდეალურია?

ამგვარად, რატომ აიგნორებს მამაკაცი იმ ქალს, რომელიც მოსწონს? მიზეზი შეიძლება საკუთარი თავის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა. ის ფიქრობს, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ არის და ცდილობს დისტანცია დაიცვას ქალთან, რომელიც მოწონს. ეს თავისთავად აციებს გრძნობებს მის მიმართ. ურთიერთობისთვის მზად არ ყოფნა კი ძირითადად ერთი მიზეზით ხდება - მამაკაცი ფიქრობს, რომ ამ ქალისთვის ის უინტერესო და არა საკმარისად კარგი იქნება.

არ არის ინიციატორი

ეშინია პირველი ნაბიჯის გადადგმის. შიში უფრო მეტად იზრდება, თუ ასეთი მამაკაცი უკვე შეყვარებულია. იგნორიც სწორედ აქედან გამომდინარეობს - მამაკაცს სულაც არ სურს საყვარელი ქალის დაიგნორება, უბრალოდ ეს მორიდებული მამაკაცი სინდრომია, პასიურობა კი მისი დამახასიათებელი თვისება.

საკუთარ თავთან ჭიდილი

ასეთ დროს მამაკაცი აფასებს სიტუაციას და იყურება წინ - რამდენად შეეწყობით ერთმანეთს, რამდენად მყარი იქნება ურთიერთობა. ასეთი მამაკაცი არასდროს დგამს სერიოზულ ნაბიჯს, თუ ამ ნაბიჯის შემდეგ მოსულ წარმატებაში არ დარწმუნდება წინასწარ. ეს ერთის მხრივ კარგიც არის ქალებისთვის, რადგან გაურკვეველი ტიპის ურთიერთობა არც ერთ სუსტი სქესის წარმომადგენელს არ მოსწონს.

ერთგვარი თამაში

და ბოლოს, იგნორირების ყველაზე ხშირი მიზეზი - მამაკაცი ქალს ეთამაშება. ის ფიქრობს, რომ რაც მეტად დააიგნორებს, უფრო მეტად დააინტერესებს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს. ასეთ დროს კაცს უყვარს იშვიათი, მსუბუქი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქალს აბნევს და გაურკვევლობაში ტოვებს - ვერ ხვდება მამაკაცს მოსწონს ის, თუ არა. სწორედ ეს გაურკვევლობა აიძულებს, იფიქროს ხშირად იმ კონკრეტულ მამაკაცზე, რომელიც ეთამაშება. ეს სტრატეგია თითქმის ყოველთვის ამართლებს.

კომენტარი