სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ყოველთვის მეშინოდა, სიმაღლის გამო ჟირაფი არ ეწოდებინათ ჩემთვის“ - ყველაზე გრძელფეხება მოდელის ისტორია

22 წლის კალიფორნიელი მოდელი ჩეიზი კენედი ამერიკულ სამოდელო ბიზნესში ყველაზე გრძელფეხება გოგონას სტატუსით სარგებლობს. მისი სიმაღლე 196 სანტიმეტრია, ფეხების სიგრძე კი 129 სანტიმეტრი.

ბავშვობაში ჩეიზის ხშირად უწევდა ტყუილის თქმა საკუთარი სიმაღლის შესახებ, რადგან ეშინოდა, მისთვის ჟირაფი არ ეწოდებინათ. გოგონას ისიც აკომპლექსებდა, რომ ყველაზე მაღალი იყო თანატოლებში. სკოლაში დასცინოდნენ, თუმცა მაშინ რას წარმოიდგენდა, რომ ეს გრძელი ფეხები მოუტანდა ყველაზე დიდ წარმატებას.

„მე მომწონს ჩემი გრძელი ფეხები, ბავშვობის კომპლექსი უკვე დავძლიე, ახლა ისინი ყველაზე მეტად მიყვარს და არაფერში გავცვლიდი“ - ამბობს ჩეიზი.

მოედლის ახლანდელი შეყვარებული 190 სანტიმეტრი სიმაღლისაა. წინა ურთიერთობები ჩეიზისთვის ყოველთვის ცუდად მთავრდებოდა, რადგან ბიჭები მის გვერდით კომპლექსებოდნენ, რადგან არ სურდათ თავისზე მაღალი შეყვარებული ჰყოლოდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100