ბრიტანელი ფოტოგრაფი ცაზე გამოსახულმა უზარმაზარმა თვალმა შეაშინა

46 წლის გრემ ტელფორდი, რომელიც მოყვარული ფოტოგრაფია. ის იხსენებს იმ წუთებს, როდესაც თვალი ფოტოზე აღბეჭდა. როგორც თავად ამბობს, საშინელი შეგრძნება დაეუფლა, რადგან ეგონა, რომ ვიღაც განრისხებული უყურებდა.

გაზეთ Sun-თან ინტერვიუში ტელფორდი აღნიშნავს, რომ ღრუბლებისგან შეკრული თვალი რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ერთსა და იმავე მდგომარეობაში და არ იშლებოდა:

„ბევრი ფიქრობს, რომ ეს თვალი ფოტოშოპით გავაკეთე, თუმცა ასე არაა. ახლა თქვენ ძალიან ლამაზ კადრს უყურებთ ფოტოზე, თუმცა რომ გენახათ ეს რეალურად როგორ გამოიყურებოდა, თქვენც ასეთი შეგრძნება დაგეუფლებოდათ. მოსვენებას არ მაძლევს ამაზე ფიქრი, იმდენად რეალური იყო ეს ყველაფერი“ - ამბობს ტელფორდი.

კომენტარი