სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული რევოლუცია ჩაიშალა“ – წუხს რუსული პრესა

„ნიუს.რუ. კომ“ აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ქართული რევოლუცია ჩაიშალა – ოპოზიციამ გაერთიანება ვერ შეძლო“, სადაც ქართული ოპოზიციის კრახს უწოდებს მათ მორიგ მცდელობას რევოლუციის მოწყობისა და სააკაშვილის დამხობის მცდელობის შესახებ.

რუსული გამოცემა დაწვრილებით განიხილავს აქციაზე „ქართული პარტიის“ გამოჩენის, ერთდღიანი გაერთიანების, ერთმანეთის საპირისპირო განცხადებების, სცენის რუსული დროშის ფერებით მოწყობისა და ოქრუაშვილის უარის დეტალებს. სტატიაში უფრო მეტი ყურადღება „სახალხო კრების“ ლიდერებს და მათ სამომავლო გეგმებს ეთმობა. უნდა აღინიშნოს, რომ სტატიაში ლამისაა, ცინიკურადაა მოხსენიებული „სახალხო კრებაც“, რომელსაც ჰქონდა ილუზია, რომ სააკაშვილს აქციის პირვე დღეს გამოყვანილი 6.000 ადამიანით დაამხობდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხალხის რიცხვი აქციაზე მეორე დღესვე დაეცა 2.000 ადამიანამდე და დღითდღე კლებულობს. „ამის მიუხედავად, ბურჯანაძე „მრისხანების დღის“ მოწყობას მაინც აპირებს და დღეს, 22 საათზე ადგილობრივი დროით მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს, რათა ისინი ხვალ აქციაზე გამოიყვანოს“.

სტატიაში ნახსენებია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაც იმის თაობაზე, რომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. „რუსეთის საგარეო უწყებაში შეშფოთებულები არიან, თბილისი კი იცინის“ – წერს გამოცემა.

წინა სტატიის მსგავსად, ამ სტატიაშიც ნახსენებია რუსული კვალი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველებს ამ კვალის არსებობა სულაც არ მიაჩნიათ არარეალურად.

სტატიაში დასავლეთის პოზიციაზეც არის გამახვილებული ყურადღება. „სააკაშვილს ამ რაოდენობის ხალხის არ უნდა ეშინოდეს, ოპოზიციის რეიტინგი ძალიან დაბალია“ – რუსული გამოცემის განცხადებით, სწორედ ასეთია დასავლეთის პოზიცია, რომელსაც რუსი ექსპერტებიც ეთანხმებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100