როგორი მაკიაჟია კარგი პაემნისთვის?

ერთ რაღაცაში ვიზაჟისტები ერთმანეთს დაეთანხმნენ, მბზინვარე კანი და ნაზი ბლესკი ტუჩებისთვის - რომანტიკული მაკიაჟის მთავარი "ინგრედიენტებია".

Christian Dior Parfums - ის წამყვანი ვიზაჟისტი გვირჩევს

იდეალური მაკიაჟის საიდუმლო
ლამაზად ყოფნის მისწრაფებაში იყავით ფრთხილად: მაკიაჟის ცუდად გამოყენება ძალიან ადვილია. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია - იდეალურად თანაბარი და სახის ბუნებრივი ტონალობა, რის შესაქმნელადაც იდეალურად გამოდგება ტონალური კრემი და პუდრა

შევიღებოთ თუ არა ტუჩები?
რა თქმა უნდა შეიღებეთ, უბრალოდ... თუ არასოდეს გამოგიყენებიათ ღია ფერის პომადები, მაშინ არ გირჩევთ ექსპერიმენტების ჩატარებას მნიშვნელოვან პაემანზე: შეიძლება თავი არაკომფორტულად იგრძნოთ, და ეს შესამჩნევი იქნება. მაგრამ თუ მაინც გინდათ ტუჩები უფრო ლამაზად გამოიყვანოთ შეგიძლიათ წაისვათ "მომვლელი" პომადა, ხოლო ნესტიანი ტუჩების ეფექტის მისაღწევათ კი - ბლესკი.

ღია ფერის ტონალობები: მე გირჩევთ უპირატესობა ნეიტრალურ ტონალობებს მიანიჭოთ და არ გადააჭარბოთ ტონალური საშუალებების გამოყენება - გახსოვდეთ, რომ მამაკაცებს ბუნებრივობა იზიდავთ. მაკიაჟმა უნდა გამოხატოს თქვენი შინაგანი მდგომარეობა. თუ თქვენ რომანტიკულ ხასიათზე ხართ, გირჩევთ ბუნებრივ სილამაზეს გაუსვათ ხაზი ატმისფერი ან ვარდისფერი ტონალობის რუმიანებით, ასევე წაისვით ტუჩის ბლესკი და მცირე რაოდენობით ტუში. ხოლო თუ თქვენს თავს გამომწვევად თვლით, აქცენტი თვალებზე გააკეთეთ - გამოიყენეთ დიდი მოცულობისმომცემი ტუში.

თვალები თუ ტუჩები, რომელი გამოვკვეთოთ?
ეს დამოკიდებულია სურვილსა და ხასიათზე: არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების, მაგრამ იცოდეთ ზღვარი.

Lancom - ის წამყვანი ვიზაჟისტი გვირჩევს

იდეალური მაკიაჟის საიდუმლო: მე ვთვლი, რომ იდეალური მაკიაჟის ერთი რეცეპტი არ არსებობს. რომ ვთქვა, რომანტიკული მაკიაჟის შესახებ მკითხველების იმ ჯგუფს ვაწყენინებ, რომელიც უპირატესობას მკვეთრ მაკიაჟს ანიჭებს. უნივერსალური რჩევა - შეეცადეთ გამოიყენოთ ნაკლები ტონალური საშუალებები, წაისვით მკვებავი ნიღბები მაკიაჟის წინ. თქვენი კანი უნდა ბრწყინავდეს. მთავარია აქცენტი ჯანმრთელ კანზე გააკეთოთ.

შევიღებოთ თუ არა ტუჩები?
არ გირჩევთ ზედმეტად მძაფრი ფერის პომადების გამოყენებას, ჯობია ნატურალური ტონალობის ბლესკებს მიანიჭოთ უპირატესობა. ტუჩების ვიზუალური გადიდებისთვის შეგიძლიათ წაისვათ ცოტაოდენი უფერული ბლესკი ტუჩების ცენტრში. და არ დაგავიწყდეთ, რომ რაც უფრო ბუნებრივად გამოიყურება ტუჩები, მით უფრო ღძრავს კოცნის სურვილს!

ღია ფერის ტონალობები: ბევრია დამოკიდებული ადგილზე, თუ სად დაგინიშნეს პაემანი, როგორი განათება იქნება იქ, დღის თუ ხელოვნური. დღის განათებაზე, ყველა აქცენტი უფრო რბილი უნდა იყოს, ხელოვნურ განათებაზე კი ყველაფერი უფრო მარტივადაა: ფანტაზიის უნარის უფრო ფართოდ გამოყენება შეგიძლიათ, ასევე შეიძლება გამოიყენოთ ღია ფერის ტონალობები.

თვალები თუ ტუჩები, რომელზე გავაკეთოთ აქცენტი?
მე გირჩევთ, განსაზღვროთ თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები და, რა თქმა უნდა გააკეთოთ აქცენტი ძლიერზე. ეს შეიძლება იყოს უნაკლო კანი, თვალები, წარბები, ან ლამაზი ტუჩები... მაგრამ უნდა აირჩიოთ რაიმე ერთი! ამას გვკარნახობს მაკიაჟის თანამედროვე წესები.

კომენტარი