სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფსიქოლოგიური პორტრეტი ჩაცმის სტილის მიხედვით

ყველა ჩვენგანი სხვადასხვანაირად ეკიდება მოდას, აღტაცებით, პატივისცემით თუ აგდებით. თავად მოდა კი ყველას ერთნაირად ეპყრობა. ის ყველას აძლევს საშუალებას გამოირჩეს მასიგან ან პირიქით - შეერწყას მას.

და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, თითოეული ჩვენგანი საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე ირჩევს სტილს. დაკვირვებული ადამიანი თქვენი საერთო გარეგნობიდან გამომდინარე ადვილად დაადგენს თქვენს ფსიქოლოგიურ პორტრეტს ასე, მაგალითად თუ თქვენ გაცვიათ...

ჯამბაზის ფერებში - მაშინ თქვენი ცხოვრებისეული დევიზია - ექსტრავაგანტულობა და კიდევ ერთხელ ექსტრავაგანტულობა.ეს დევიზი თქვენი ცხოვრების ყველა სფეროშია შეჭრილი დაწყებული ქცევის მანერიდან - ცხოვრების თანამგზავრის არჩევით დამთავრებული.
როგორც მოდაში, ისე ცხოვრებაში , თქვენ გამორჩევის საშუალებას ეძებთ. მაშინ, როდესაც ყველას რუხი ფერის ჩასაცმელი აცვია, თქვენ აუცილებლად სტაფილოსფერში გამოეწყობით.ფსიქოლოგები თვლიან, გამოკვეთილი ექსტრავაგანტულობა, საკუთარი თავის გადაჭარბებული სიყვარულის და გარშემომყოფთა მიმართ აგდებული დამოკიდებულების ნიშანია.

კონკიასავით - თქვენ არ ცდილობთ საზოგადოებაში შერწყმას, გაცვიათ სადად და ღარიბულადაც კი, მაგრამ არა იმიტომ , რომ მეტის საშუალება არ გაქვთ, არამედ იმიტომ , რომ ასე უფრო მყუდროდ გრძნობთ თავს. რას იზამთ, თუ თქვენ მართლაც გხიბლავთ წინდების მხატრული კემსვის პროცესი, კი ბატონო, ნება თქვენია, მაგრამ რატომ? ამით ხომ გარშემომყოფთაგან მომჭირნეობის გამო ქებას ვერ დაიმსახურებთ .

თქვენ შეგნებულად უთავსებთ ერთმანეთს ბრილიანტებს და კონკებს, რითაც საკუთარი თავის და საზოგადოების მიმართ აგდებული დამოკიდებულების დემონსტრირებას ახდენთ. ალბათ ეს ასეცაა? მამაკაცებზე თქვენ ”ჩიტირეკიას” შთაბეჭტილებას ახდენთ. აქედან გამომდინარე თავად მიხვდით რა დასკვნას აკეთებენ ისინი. მაგრამ თუ თქვენი ჩაცმის სტილი იმითაა განპირობებული, რომ უბრალოდ მიჯაჭვული ხართ ბებიის ძველ კოპლებიან ხავერდის ქვედაბოლოზე, მაშინ სხვა კატეგორიას მიეკუთვნებით.

მხატვარივით - თქვენთვის მოდა არც საფულის სისქის დემონსტრირებაა და არც საზოგადოებისგან გამორჩევის სურვილი.ის თქვენ საშუალებას გაძლევთ საკუთარი ”მე” გამოხატოთ. ნივთებს არამხოლოდ ფასით აფასებთ, არამედ მათში აუცილებლად რაღაც შინაარსსაც ხედავთ.

უჩინმაჩინივით - როდესაც თქვენ წვეულებიდან, პაემნიდან ან სამსახურიდან მოდიხართ, არავის ახსენდება, თუ რა გეცვათ იმ დღეს. თუმცა , თითოეული აღიარებს, რომ თქვენ ყოველთვის მოდურად ხართ ჩაცმული - სადად, მაგრამ ყოველთვის თავისებური შარმით. ასეთი სტილი საკუთარ სამყაროსთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.შესაძლოა სწორედ ასეთი სტილია იდეალური.

მდივანივით, მასწავლებელივით - ეს თავისებური პროფესიული ნიღბებია - მაგ. თეთრი ხალათი და შპრიცი, ჟოლოსფერი პიჯაკი და ოქროს ძეწკვი, მკაცრი პიჯაკი და კალამი...ადამიანი ასეთ ნიღბებს ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე ეჯაჭვება. თუ თქვენი თაყვანისმცემლები ხშირად ხვდებიან რა პროფესიის ბრძანდებით, ესეიგი სამსახურმა თავისი კვალი დაგამჩნიათ. თუმცა , ეს ბუნებრივია. მაგრამ თუ თქვენ ახალ სამსახურში აპირებთ მუშაობას, აუცილებლად გაარკვიეთ ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებენ უპირატესობას თქვენი კოლეგები, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100