სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა სუნი აქვს ვნებას? - უახლესი სექს-კვლევები

ბოლო დროს ადამიანის ინტიმური ცხოვრების შესწავლას უფრო მეტი დრო ეთმობა, ვიდრე კოსმოსური სივრცის ათვისებას. ვის თვლიან მამაკაცები მიმზიდველად? როგორ მივაღწიოთ ორგაზმს? რა სუნი ასდის ვნებას? ამ ყველაფერში ბოლო სექს-კვლევები გაგვარკვევენ.

ინტიმური აუდიტორია - ახალგაზრდა გოგონებს, რომელთაც დედიკოები ურჩევენ, დიპლომის აღებამდე "მსგავსზე არაფერზე იფიქრონ", მყარი კონტრარგუმენტი გამოუჩნდათ. მეცნიერთა ინიციატივით, კოლორადოსა და კალიფორნიის უნივერსიტეტების სტუდენტებმა ყველაზე საპასუხისმგებლო გამოცდების წინ დაწერეს თხზულება სექსის შესახებ.

როგორც აღმოჩნდა, ამის შემდეგ მათ გამოცდები ბევრად წარმატებით ჩააბარეს, ვიდრე სხვა თანაკურსელმა გოგონებმა, რომლებმაც ექსპერიმენტში არ მიიღეს მონაწილეობა. საყურადღებოა, რომ მამრობით სქესზე ჩატარებულმა ანალოგიურმა ექსპერიმენტმა არანაირი გავლენა არ მოახდინა.

ზომას მნიშვნელობა აქვს - დიახ, ზომას მნიშნელობა აქვს, მაგრამ ახლა უკვე ეს ქალების თავისტკივილია - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამერიკელმა მეცნიერებმა ათასზე მეტი სხვადასხვა ზომის ბიუსტის მქონე ქალის გონებრივი შესაძლებლობები შეაფასეს და დაადგინეს, რომ 10%-ით აჯობეს პატარამკერდიანებს დიდი ბიუსტის მქონეებმა. უბრალოდ, მამაკაცები ამას სათანადოდ ვერ აფასებენ, რადგან მათი მთელი ყურადღება ლამაზ ფორმებზეა გადატანილი.

გსურთ კარგი სექსი - მოძებნეთ ეგოისტი! - მამაკაცები, რომელთაც სექსუალური მოტივაცია მხოლოდ საკუთარი თავისკენ აქვთ მიმართული, საუკეთესო საყვარლები არიან. ამაში კანადელი ფსიქოლოგები მას მერე დარწმუნდნენ, რაც გამოკითხულთაგან ბედნიერ ქალთა უმეტესობას ნარცისი საყვარლები ჰყავდა. როგორც აღმოჩნდა, ლოგინი - საუკეთესო ადგილი არ არის საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობის დემონსტრირებისთვის.

ფართოდ დახუჭული თვალებით - მალე მაკიაჟსა და ვიზაჟისტის მომსახურებაში ფული დაგეზოგებათ. მით უმეტეს, არ გჭირდებათ გაპრანჭვა, თუ გათხოვება გინდათ. იმ მამაკაცთა რიცხვი, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ მომავალი თანამგზავრის იერსახე, უფრო და უფრო იზრდება. როგორც აღმოჩნდა, იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც მსუბუქი რომანის მომხრეები არიან, მხოლოდ ლამაზი სხეული საკმარისი არ არის.

მეცნიერების მიერ დატესტილ მამაკაცთა უმეტესობამ ვერანაირი არჩევანი ვერ გააკეთა, მას მერე, რაც ფოტოზე ქალის მხოლოდ სხეული ნახა. ხოლო მათ, ვინც მზად იყო საკურთხეველთან მისულიყო, საჭიროდ არ ჩათვალეს, თუნდაც ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ფოტოზე სხეულთან ერთად ქალის სახეც ენახათ.

ვნების სუნი - იმ ადამიანებმა, რომლებიც შორს არიან კოსმეტოლოგიისა და პარფიუმერიისგან, ასევე ეპილაციისა და ანტიპერსპირანტებისგან, ყველაზე კარგად იციან სიყვარულის ფასი. თურმე ნორტუმბრიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილე ქალბატონებს ეჭვიც არ ჰქონდათ, რომ მამაკაცების ფოტოები, რომლებიც მათ უჩვენეს, მათივე ოფლის წვეთებით იყო გაჟღენთილი.

ამიტომაც ისინი ძალიან ადვილად გაებნენ ბუნებრივი სურნელების მახეში და მამაკაცთა მიმზიდველობა, სხვა ფაქტორების მიუხედავად, უმაღლესი შკალით შეაფასეს. ამგვარად, სექსუალურ ცხოვრებაში პროგრესი - ეს სულაც არ ნიშნავს წინსვლას, არამედ პირველყოფილ არსებობასთან დაბრუნებას.

ნერვული აშლილობის ზღვარზე - კიდევ ერთი წინააღმდეგობა ინტიმის საკითხებიდან. აღგზნების კულმინაციას იწვევს არა დადებითი ემოციები, არამედ პირიქით - უარყოფითი. იმისათვის, რომ სქესობრივი აქტისთვის, როგორც საჭიროა, ისე განეწყოთ, იტირეთ.

რა ორგაზმზეა ლაპარაკი ისტერიკის შემდეგ? იაპონელმა ბიოლოგებმა ცრემლის სითხეში უძლიერესი ფერომონი აღმოაჩინეს. მამაკაცებში, რომლებსაც შეუძლიათ ცრემლი ღვარონ, ტესტოსტერონის დონე ნახევარჯერ მატულობს, ხოლო მუდამ უკმაყოფილო ქალებმა საწოლში კულმინაციის მიღწევაზე ბევრად მეტი იციან, ვიდრე მხიარულმა ოპტიმისტებმა.

არა მხოლოდ ძვირფასი ბეწვი - ჯიბის იორკშირები და გლამურული ბალონკები - გასული საუკუნის ტრენდია. ახალი სექსუალური მიმართულება კი - კურდღელია! გვერდზე გადადეთ ყურცქვიტების სასიყვარულო აქტიურობის შესახებ გავრცელებული ხუმრობები. ყველაფერი ბევრად სერიოზულადაა. ფსიქოლოგებისა და სექსოლოგების კლიენტურაში სტრესებისა და სექსუალური კომპლექსების დაძლევის უახლეს საშუალებად - ყურქვიტებით თერაპია ითვლება.

მისურის შტატის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა ჯონსონმა შეისწავლა ამ ცხოველების გავლენა ნერვულ სისტემაზე და ახლა ამერიკულ კლინიკებში ცოცხალ კუთხეებს აკეთებენ იმისათვის, რომ ეპოქას ფეხდაფეხ მისდიონ და ყველაზე მგრძნობიარე პაციენტი ქალების სურვილები დააკმაყოფილონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100