სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბერას ფანების ომი ფეისბუქზე

„ საბოლოო შანს გაძლევ, რომ ბერას ჩამოშორდე“;

„თქვენ მაინც ვერ იქნებით ერთად“;

„სახლში მოგაკითხავ და აი ნახე რა დღეში ჩაგაგდო“ ;

როგორც droni.ge-სთან საუბრისას თავად აღნიშნა, მსგავსი შინაასრსის მესიჯებს, ბერას ყველაზე აქტიურ თაყვანისმცემელს, გვანცა ბაგრატიონს ინტენსიურად უგზავნიან.

გვანცა მართლა გემუქრებიან თუ არა ბერას ფანები და რაში გამოიხატება ეს მუქარა?

უკვე დიდი ხანია ბერას რამოდენიმე ფანი მემუქრება და სოციალურ ქსელებში მომდის ასეთი ტიპის გზავნილები: „ საბოლოო შანს გაძლევ, რომ ბერას ჩამოშორდე“; „თქვენ მაინც ვერ იქნებით ერთად“; „სახლში მოგაკითხავ და აი ნახე რა დღეში ჩაგაგდო“ და ამ ყველაფერს უწმაწური სიტყვებსა და „გინებებს“ ამატებენ.

შენი აზრით რატომ გემუქრებიან?

ისინი ბერას ფანები არიან და შურთ ჩემი, რადგან ჰგონიათ რომ მე ბერას შეყვარებული ვარ და ვართმევ მას. „შენ ბერა არასოდეს მოგიყვანს ცოლად“ და სხვა ამგვარი სახის გზავნილებს მიგზავნიან, მე არ ვპასუხობ არცერთ მათგანს, რადგან არასერიოზულად ვუყურებ ამ საკითხს. მე ბერას ძალიან ბევრ ფანთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იმედი მაქვს, რომ ესენიც მალე „მოვლენ აზრზე“ და შეწყვეტენ მუქარის წერილების გამოგზავნას.

და თუ არ შეწყდა მუქარა, რას აპირებს მაშინ გვანცა ბაგრატიონი?

ამ შემთხვევაში მე მათ ვუჩივლებ და თუ არ შეწყვეტენ მსგავსი სახის გზავნილებს, მაშინ შეიძლება ციხეც მოუწიოთ, ამიტომ ვურჩევ ყველას, რომ შეწყვიტონ მუქარა, რადგან მე და ბერა არ ვართ შეყვარებულები, ორივე თავისუფალი ადამიანები ვართ და ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს.

რაც შეეხება შენს სკანდალურ ვიდეოებს, კიდევ ხომ არ აპირებ გადაიღო რაიმე ახალი?

დიახ. უკვე გადავიღე კლიპი, რომელიც გადამიღო თემო დოლიძემ და რომა სიმონიანმა. ეს კლიპი იქნება შოკისმომგვრელი ქართველი საზოგადოებისათვის, ასეთი კლიპი საქართველოში ჯერ არ უნახავთ და თუ რაზეა კლიპი ამას საიდუმლოდ დავტოვებ, ასევე მინდა დავამატო, რომ ნამუშევარი არის ძალიან ძირადღირებული.

და ვინ დააფინანსა გვანცა ბაგრატიონი ასეთი ძვირადღირებული კლიპით?

საკუთარ თავს თვითონ ვაფინანსებ, ვიცი ეხლა დაიწყებენ, რომ ბერამ დააფინანსაო, მაგრამ ეს არ არის ასე. მე - გვანცა ბაგრატიონს მაქვს იმის სახსრები, რომ ასეთი ძვირადღირებული კლიპი გადავიღო. თუ როდის გამოვა კლიპი ამას ქართველი მაყურებელი სულ მალე შეიტყობს, მანამდე კი შეგიძლიათ შოკისმომგვრელი სანახაობისთვის მოემზადოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100