სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩინური ჰოროსკოპი 2013 წლისთვის

2013 – ვირთხის წელიწადში დაბადებულთათვის

2013 წელიწადი მოვლენებით ზედმეტად გადატვირთული იქნება. ეს წელი უამრავი ახალი შეხვედრითა და ნაცნობობით დაგამახსოვრდებათ. ვირთხები ძალიან აქტიურები იქნებიან, თავშეკავების გამოჩენაც გაუჭირდებათ, რაც ზედმეტ დაძაბულობასთან იქნება დაკავშირებული. ვირთხის წელს დაბადებულთაგან მომგებიან მდგომარეობაში მხოლოდ მეტი მოქნილობისა და ოპტიმიზმის მქონეები აღმოჩნდებიან. ვირთხები ყველა დასახული მიზნის მიღწევას შეძლებენ, ენერგიის მარაგი მათ საკმაოზე მეტი აქვთ. მთავარია, ხელიდან არ გაუშვან შანსები, რომლებიც იშვიათად და მეტად მცირე ხნით გამოჩნდება მათ ჰორიზონტზე.

ბიზნესმენი, კომერსანტი და შემოქმედებითი პროფესიის, რეჟისორი, მხატვარი, სკულპტორი ვირთხებისთვის 2013 წელიწადი ზეწარმატებული იქნება. განსაკუთრებული აქცენტი ამ წელს ინტუიციაზე უნდა გააკეთოთ, ის იშვიათად გიღალატებთ. ბევრი მიზანი ვირთხებისთვის საკმაოდ იოლი მისაღწევი აღმოჩნდება. ზაფხულ-შემოდგომის პერიოდი იქნება ყველაზე პროდუქტიული და შეგექმნებათ შეგრძნება, რომ შეიძლება ცოტა ხნით საქმე ბედის ანაბარა მიატოვოთ. მაგრამ აქ იმედგაცრუება გელით - კონტროლის მოკლება პრობლემებს გამოიწვევს. ისინი ფატალურიც შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ვირთხები მთელი ძალით და რაც შეიძლება სწრაფად არ შეუდგებიან მოქმედებას.

2013 წლის პირველი ნახევარი არაერთგვაროვანი იქნება, ერთმანეთს შავი და თეთრი პერიოდები ჩაენაცვლება. სინაზის შემოტევას გაღიზიანება და ეჭვიანობა შეიძლება ახლდეს, რომელიც ბოლოს, წლის დასასრულს, რომანტიული განწყობით შეიცვლება. თუ წლის პირველ ნახევარში განშორებებისა და განქორწინებების ალბათობა არსებობს, ივნისიდან ვირთხები თავის ჩვეულ ამპლუაში იქნებიან და არავის მოხიბვლა არ გაუჭირდებათ. საბედისწერო შეხვედრები მათ აგვისტოსა და სექტემბერში ელით.

ვირთხების ჯანმრთელობა მთელი 2013 წლის განმავლობაში ლამის იდეალური იქნება, რადგან მათ წინა წლის ენერგია კიდევ შემორჩენილი აქვთ. ვირთხა ცხოვრების მძიმე რიტმის გაძლებასაც იოლად შეძლებს. მთავარია, აკურატულად მოიქცნენ ალკოჰოლთან და ცხიმიან საჭმელთან მიმართებაში, საწინააღმდეგო შემთხვევაში, მძიმე შედეგებს ვერ აცდებიან.

2013 – ხარის წელიწადში დაბადებულთათვის

ხარებისთვის 2013 წელი გარდამტეხი იქნება. ამ ნიშნის ძლიერი წარმომადგენლები მთელი თავიანთი პოტენციალის გამომჟღავნებას შეძლებენ და ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში წინ წავლენ. ხარი საკმაოდ ძლიერი ნიშანია და იოლად შეძლებს გადალახოს მისდამი არც ისე მეგობრულად განწყობილი გველის „მოწყობილი“ სირთულეები. ხარი არათუ წარმატებებს მიაღწევს, არამედ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებასაც მოახერხებს

2013 წელს ხარებმა განსაკუთრებული ყურადღება გარშემომყოფებთან ურთიერთობას უნდა დაუთმონ. მათი მოუთმენლობა და სიხისტე ხშირად მათ წინააღმდეგ განაწყობს ადამიანებს და მთელ მიღწეულ შედეგებს წყალში უყრის. თუ ისწავლით მოთმინებას, მშვიდად დაცდას და ურთიერთობის უფრო რბილ ფორმებსაც დაეუფლებით, ყველაფერი გამოსწორდება. განსაკუთრებული კომუნიკაბელობა გაზაფხულზე დაგჭირდებათ. ზაფხულში საქმეებში მცირე ჩავარდნების გამო შეიძლება გაღიზიანება დაგეუფლოთ, მაგრამ იცოდეთ, ეს დროებითი მოვლენაა. ფულთან მიმართებაში წარმატებულები იქნებიან ხარები, რომელთა საქმიანობის სფეროც ადამიანებთან ურთიერთობასთან კავშირში არ არის, რადგან კომუნიკაბელურობა ხარების სუსტი წერტილია.

2013 წელს ხარი რაც ადრე გააბამს სასიყვარულო ურთიერთობას , მით უფრო ხანგრძლივი და წარმატებული იქნება ის. პრინციპში, ხარები თავიანთი სიკერპით ნებისმიერ დროს ახერხებენ სასურველის მიღწევას საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში, თუმცა, თუ ნაცნობობა წლის მეორე ნახევარში დაიწყება, ცოტა მეტად გაუჭირდებათ. დაოჯახებული ხარებისთვის ოჯახი მტკიცე დასაყრდენი გახდება, და მართალია, ხანდახან ჩლიქების ბაკუნიც მოუწევთ, მაგრამ ასეთი განწყობა მალე გაუვლით ხოლმე და კვლავ თბილი და რომანტიული ხასიათი დაეუფლებათ.

ქრონიკული ავადმყოფობებით დაავადებული ხარები მდგომარეობის დამძიმებას ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში იგრძნობენ და სიტუაციამ შეიძლება ოპერაციაც კი მოითხოვოს. გაზაფხულის შუა პერიოდში ხარები კვლავ ფორმაში ჩადგებიან და ზაფხულში თავს შესანიშნავად იგრძნობენ, თუმცა, შედარებით ჯანმრთელ ხარებსაც კი ვარჯიშითა და სპორტით ბოროტად სარგებლობას არ ვურჩევთ.

2013 – ვეფხვის წელიწადში დაბადებულთათვის

ვეფხვი არანაკლებ ძლიერი ნიშანია, ვიდრე წლის პატრონი გველი, ამიტომაც ვეფხვები თავს რწმენით აღსავსედ იგრძნობენ და შესაბამისად მოიქცევიან კიდეც. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვეფხვი გველის მთავარი მეტოქეცაა და ამიტომ 2013 წელი კონფლიქტური რომ არ იყოს, მეტი სიფრთხილე, გონივრულობა და აზრის არაორდინალურობა უნდა გამოიჩინოთ. პრინციპში ეს, ვეფხვებისთვის იოლი საქმეა. წარმატება ელით ორგანიზებულ და ინიციატივიან ვეფხვებს, ვისაც რთული გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირთ.

წელი ვეფხვებისთვის აურზაურითა და გაუგებრობებით დაიწყება. ყველა საქმის მოსაწესრიგებლად ბევრი შრომა მოუწევთ. ამ პერიოდში რამდენიმე ლოკალური წარმატებაც ექნებათ. განსაკუთრებით მეტად უნდა ჩაეფლოთ საქმეში ზაფხულში, როცა მომავალი კეთილდღეობის ფუნდამენტის ჩაყრის დრო მოვა. განსაზღვრეთ პრიორიტეტები, უარი თქვით ყველაფერ ზედმეტსა და ნაკლებად საჭიროზე და ძირითადი მიზნის მიღწევაზე მოახდინეთ კონცენტრირება. შრომის შედეგებს შემოდგომაზე მოიმკით.

სასიყვარულო ასპარეზზე ვეფხვებს სიმშვიდე ელით, ისინი ხომ ძირითად ძალისხმევას კარიერას შეალევენ. თუმცა არის ალბათობა, კვლავ დაუხლოვდნენ ადამიანს, ვისაც დიდი ხნის წინ დაშორდნენ. ეს იქნება სექსუალურ-რომანტიული ურთიერთობა, თუმცა, არა ყოვლისმომცველი. ვეფხვების ოჯახში შეიქმნება მცირე დაძაბულობა, რომელიც შეიძლება ცუდი შედეგითაც დასრულდეს, თუ ორივე მხარე სასწრაფოდ კომპრომისის ძებნას არ დაიწყებს.

წელი არც ჯანმრთელობის თვალსაზრისით იქნება იოლი, ვეფხვები ხომ ისე არიან საქმეში ჩაფლული, რომ ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევენ და ჰგონიათ, რომ ის უნაკლოა. დიდია სისუსტისა და გადაღლილობის ალბათობა, განსაკუთრებით გაზაფხულის თვეებში. ზაფხულში აუცილებლად უნდა წახვიდეთ ზღვაზე, რათა სასუნთქი სისტემის პროფილაქტიკის მიზნით ბევრი იოდიანი ჰაერი ისუნთქოთ.

2013 – კურდღლის წელიწადში დაბადებულთათვის

2013 წელი კურდღლებისთვის წარმატებული, დინამიური და პერსპექტიული იქნება. თუნდაც წლის განმავლობაში გარდამტეხი არაფერი მოხდეს, წლის ბოლოს კურდღელი მაინც ზრდას დააფიქსირებს. მფარველი გველი კურდღელს ყველა წამოწყებაში მხარს უჭერს, ამიტომაც მას შეუძლია მშვიდად და თანაბარი ნაბიჯებით იაროს დასახული მიზნისკენ.

ფრთხილი და წინდახედული კურდღელი წარმატებას ძალიან სწრაფად მიაღწევს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ძალები და შესაძლებლობები თანაბრად გქონდეთ შეფასებული, რათა ზედმეტი მადის გამო ყველაფერი წყალში არ ჩაგეყაროთ. გველი, წლის მბრძანებელი, კურდღელს მფარველობს და ეხმარება, რაც სარფიანი გარიგებებისა და სტაბილური შემოსავლების მომტანი ახალი კონტაქტების დამყარებაში გამოიხატება. პრობლემები კურდღლებს არც ფულთან ექნებათ, რადგან ისედაც რაციონალური, წელს კი წარმატებული კურდღელი იოლად შეძლებს კარგი შემოსავლის უზრუნველყოფას.

2013 წელს სიყვარული კურდღლისთვის შეიძლება ის მუხრუჭი აღმოჩნდეს, რომელიც ქვემოთ ექაჩება და განვითარების საშუალებას არ აძლევს. თუმცა კურდღელი თავად არ ეძებს სიყვარულს და მხოლოდ მცირე სექსუალური თავგადასავლებითა და რომანებით შემოიფარგლება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის მოძებნა და ერთის გამო საქმიანობის მეორე სფეროს მიტოვებაზე უარის თქმა. სასიყვარულო ურთიერთობების პიკი კურდღლებს ივლისსა და აგვისტოში ექნებათ.

თუ ყველაფერს მიედ-მოედებით, ეცდებით, რომ საქმიანობის ყველა სფეროში პირველი იყოთ, ამან ყველაზე მტკიცე ჯანმრთელობაც შეიძლება შეარყიოს. ეს გამოიხატება მუდმივ სისუსტესა და გადაღლილობაში, თუმცა, ამ ნიშნის წარმომადგენლები იშვიათად დაიჩივლებენ ჯანმრთელობაზე.

2013 – დრაკონის წელიწადში დაბადებულთათვის

დრაკონებს რთული და საპასუხისმგებლო წელი ელით. სწორედ მათ მოუწევთ ბევრი გადაწყვეტილების მიღება, რაზეც არა მხოლოდ პირადად მათი, არამედ კიდევ ბევრი ადამიანის ბედი იქნება დამოკიდებული. საქმე ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ შეუპოვრობისა და წარმატებულობის პირობებში, რაც 2013 წელს თქვენი მუდმივი თანამგზავრი იქნება, საბოლოოდ კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აიწევთ. ბევრ დრაკონს სიახლეები, ფასეულობათა გადაფასება ელის. ოდესღაც მნიშვნელოვანი მომენტები თქვენს თვალში დღეს აზრს დაკარგავს.

დრაკონის ნიშანი ერთ-ერთი უძლიერესია და 2013 წლის დადგომისთანავე იგი ლიდერობისკენ სწრაფვას დაიწყებს. თუმცა ეს იოლი საქმე არ იქნება, ძლიერებს ხომ კონკურენტები და მოშურნეები, რომლებიც მათთვის დაბრკოლებების შექმნით არიან დაკავებულნი, ყოველთვის ყავთ. დრაკონს ფულში უმართლებს და თავისუფლად შეუძლია ინვესტიცია ერთი შეხედვით სახიფათო წამოწყებაშიც კი ჩადოს. სიფრთხილე მართებთ უცნობ ადამიანებთან, რათა მოტყუებულნი არ დარჩნენ. ნუ ენდობით კატის ან ტახის წელში დაბადებულებს. განსაკუთრებული წარმატება საქმეებში ქალ დრაკონებს ელოდებათ.

2013 წელი დრაკონებს ბევრ ახალ გატაცებას, რომანტიკულ პაემნებსა და ნაცნობებს პირდება. მინუსი მხოლოდ ისაა, რომ ეს გატაცებები ხანმოკლე იქნება. ხანგრძლივი ურთიერთობისთვის შესაფერისი ადამიანი დრაკონის ცხოვრებაში შემოდგომაზე ადრე არ გამოჩნდება. სხვათა შორის, დიდია ალბათობა, რომ დრაკონმა შემოდგომაზე შეხვედრილი დიდი სიყვარული ხელიდან გაუშვას, რადგან მასში ღრმა და ემოციურ ადამიანს ვერ ამოიცნობს. დრაკონისთვის ხანგრძლივ ურთიერთობებში იდეალური პარტნიორი წყლის ნიშნების რომელიმე წარმომადგენელია - თევზები, კირჩხიბი ან მორიელი.

დრაკონს 2013 წელს ჯანმრთელობაშიც უმართლებს. ის შეშფოთების საბაბს არ იძლევა. შესაძლოა მცირე გაციებები, რომლებიც დიდხანს მაინც არ გაგრძელდება. დრაკონის სიცოცხლისუნარიანობა და მჩქეფარე ენერგია სტრესებსა და დეპრესიას განდევნის. დრაკონებს ინტუიცია განუვითარდებათ და არ უნდა გაუკვირდეთ, თუ წინასწარმეტყველურ სიზმრებს ნახავენ.

2013 – გველის წელიწადში დაბადებულთათვის

გველების წარმატება 2013 წელს მათ გაბედულებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. არ ღირს მუდმივად გაკვალულზე სიარული და პრობლემებისგან მალვა, გველის ნიშნით დაბადებულებს წლის მბრძანებლის მფარველობის იმედი უნდა ქონდეთ. გველებისთვის 2013 წელი ერთგვარი 6 წლიანი ციკლის დასაწყისი იქნება, რომელიც მათ ცხოვრებასა და ხასიათში ცვლილებებით აღინიშნება. ამიტომ რეკომენდებულია წინა წლის ყველა საქმის დროულად დასრულება, რათა ძველი პრობლემები ახალ ციკლში აღარ გადაგყვეთ.

2013 წლის თებერვლიდან გველებს ძალიან ხელსაყრელი პერიოდი დაუდგებათ, ეტაპი, როცა შეგიძლიათ წარმატებული კარიერა ნულიდან ააწყოთ ან სამსახური შეიცვალოთ. ეს იქნება ფინანსური გამართლების პერიოდი და ნებისმიერი ფულადი წამოწყება მომგებიანად წარიმართება. წლის მეორე ნახევარში მსხვილი გარიგებებისა და ფულადი ინვესტიციების წყალობით გველების ფინანსური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება. ასეთ ტემპში საქმიანობა გველებში აგრესიულობასა და დაძაბულობას გამოიწვევს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შედეგი ამად ღირს. გარემოებებზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ და გადაწყვეტილებებიც თამამად მიიღოთ.

2013 წლის გაზაფხულზე გველის სექსუალური მომხიბვლელობა პიკს მიაღწევს. მათ საწინააღმდეგო სქესი ყურადღებით გაანებივრებს და თავადაც ფლირტისთვის იქნებიან განწყობილნი. თუმცა ამ ყველაფრის გამო ოჯახში პრობლემები შეიძლება შეექმნათ. სექსუალური გველები ასეთ რომანტიულ განწყობაზე იქნებიან წლის ბოლომდე. ოჯახური ურთიერთობები კი მათგან საკმაოდ დიდ მსხვერპლს მოითხოვს.

2013 წელს გველებს ბევრი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ, რაც მათ ჯანმრთელობაზე დაუყოვნებლივ აისახება. ყველაფრის მიღწევის სურვილი ორგანიზმის დასუსტებითა და გადაღლილობით დასრულდება. მეტი უნდა დაისვენოთ, თანაც არა აქტიური, არამედ პასიური მეთოდებით და ასევე მიიღოთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალებები.

2013 – ცხენის წელიწადში დაბადებულთათვის

ცხენისთვის 2013 წელი საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენის, საკუთარი მიღწევებით სიამაყის დროა. ამ წელს ცხენის ნიშნის წარმომადგენლები კარგად დასვენებას მოახერხებენ, რადგან წინა წლების დაძაბული მუშაობის შედეგი ცხოვრებით ტკბობის საშუალებას მისცემს, ამჯერად თავის ზედმეტად შეწუხების გარეშე. გველი ცხენის მიმართ შემწყნარებლურადაა განწყობილი და წელს მას მოშვების საშუალებას მისცემს.

კარგი წელია საკუთარი ბიზნესის გასახსნელად და ახალი წამოწყებებისთვის. ცხენის წელში დაბადებულ ადამიანებს მშვიდად შეუძლიათ დაწინაურება ან ხელფასის მომატება მოითხოვონ, მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს. ცხენი ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდება და ახალ, მომგებიან პროექტებს წამოიწყებს. ყველაზე დიდი წარმატება ამ ნიშნის ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებს და შემოქმედებით ადამიანებს ელოდებათ.

2013 წელი ცხენებისთვის ვნებების აფეთქების დროა. რომანტიული საღამოები ჩხუბითა და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდება. ხალხში შეიძლება გავრცელდეს ჭორები ამ ნიშნის წარმომადგენელთა სექსუალური თავგადასავლების შესახებ, რაც დაოჯახებული ცხენების შინაურ ცხოვრებაზე ცუდად იმოქმედებს. ვნებიანი ნატურა ცხენს უკიდურესობებისკენ უბიძგებს. მთლიანობაში 2013 წელი მაინც დადებითი იქნება. ამ წელს გელოდებათ უჩვეულო ადამიანთან შეხვედრა, რომელიც მიუხედავად აზრთა რადიკალური სხვადასხვაობისა, ცხენებზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

განსაკუთრებული სიფთხილე მართებთ ცხენებს, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. 2013 წელს, განსაკუთრებით შემოდგომაზე, ისინი გამძაფრდება და ბევრ პრობლემებს გაგიჩენთ. ზაფხულში აქტიური სპორტისგან თავი უნდა შეიკავოთ, ასევე ღამით გარეთ სეირნობისგან, რადგან ტრავმების მიღების ალბათობა მაღალია. ენერგია არ მოგაკლდებათ, განსაკუთრებით ზაფხულში, ცხენები ხომ მზის ენერგიით იკვებებიან.

2013 – თხის წელიწადში დაბადებულთათვის

2013 წელიწადი თხებს ცვლილებებს მოუტანს, რაც მათში იმ თვისებების განვითარებით გამოიხატება, რაც ასე ძალიან ჭირდებოდათ. მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გამოცდების წელი იქნება. თუ თხები ყველა დაბრკოლების გადალახვას შეძლებენ, მათი მომავალი მშვიდი ცხოვრებისთვის მშვენიერი ბაზა შეიქმნება. წელიწადი საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის, ამიტომ თხები პრეტენზიულები იქნებიან, აქტიურად დაიწყებენ მხარდაჭერის ძებნას, რაც ფსიქიკის დასუსტებითა და ნერვიული აფეთქებით დასრულდება. უფროსებისა და თქვენზე გამოცდილი ადამიანების რჩევებს ყურს ნუ წაუყრუებთ. ეს შეიძლება ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში დაგეხმაროთ.

2013 წელს თხები ისეთი აქტიურები და ცბიერები იქნებიან, როგორც არასდროს. ისინი აკრძალული მეთოდების გამოყენებასაც არ მოერიდებიან, რის შედეგადაც, შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობა გაიფუჭონ. თუმცა ასეთი თავხედური ქცევა მაინც ლიდერის პოზიციამდე მიიყვანთ და წლის ბოლოს სასურველ დივიდენდებსაც მიიღებენ. ეს წელიწადი გაცილებით ხელსაყრელია კონკრეტული პროფესიების ადამიანებისთვის და ჩავარდნებით იქნება სავსე შემოქმედებითი სფეროს მუშაკებისთვის.

პასიური თხები სასიყვარულო ასპარეზზე ცვლილებებს ნუ დაელოდებიან. ამ ნიშნის აქტიური წარმომადგენლები კი ეძებენ და ნაცნობებსაც პოულობენ და მფარველებს იძენენ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს შორის. ქალი თხები ორმაგ თამაშს წამოიწყებენ და სასიყვარულო სამკუთხედებს ააგებენ. ამან მათი ქორწინება ფატალურ შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს. ახალგაზრდა თხებს საწინააღმდეგო სქესის ორ წარმომადგენელს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

თხებს 2013 წლის განმავლობაში შესანიშნავი ჯანმრთელობა ექნებათ, თუ თავს ყურადღებას მიაქცევენ და გაციებას მოერიდებიან. ეს გაციებები შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და ქრონიკულ დაავადებაშიც კი გადაიზარდოს. სასიცოცხლო ტონუსისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ასევე ენერგიით დამუხტვაში თხებს სექსუალური თერაპია დაეხმარებათ.

2013 – მაიმუნის წელიწადში დაბადებულთათვის

მაიმუნებისთვის წელი საკმაოდ რთულად ჩაივლის, გველს ის დიდად არ ეხატება გულზე და მაიმუნს ახირებულად ეპყრობა. ამიტომ 2013 წლიდან მკვეთრი, დაუფიქრებელი ქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოთ, მხოლოდ კარგად აწონ-დაწონილი ნაბიჯები გადადგით. მაიმუნებს მუდმივად არჩევნის წინაშე დგომა ელით, დასვენებასა თუ მოგზაურობას, ოჯახსა თუ სამსახურს შორის. საბოლოოდ ფულადი ინტერესი მის მშვიდ ცხოვრებაში აურზაურს შეიტანს. წლის ბოლოსთვის პოზიტიურ დასკვნებს გამოიტანთ, საიდან გამომდინარეც მატერიალური ინტერესებიდან მორალურისკენ გადაიხრებით.

2013 წელს, განსაკუთრებით პირველ თვეებში მაიმუნებს თავიანთ უძრავ ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გამო ნერვები საკმარისად დააწყდებათ. არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა, რადგან ამდენმა მღელვარებამ შეიძლება თავი საავადმყოფოში ამოგაყოფინოთ. ის მაიმუნები კი, ვინც წნეხს გაუძლებენ და რეალობას ისეთს მიიღებენ, როგორიც ის არის, იოლად აღადგენენ წესრიგს თავიანთ საქმეებში და ცვალებად გარემოსაც მოერგებიან. მატერიალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება და შენარჩუნება 2014 წლამდე არ არის მოსალოდნელი.

საქმიანი დაბრკოლებები მაიმუნებს იმის გამოც მოუმრავლდებათ, რომ 2013 წელს პირად ცხოვრებას საჭიროზე მეტ დროს დაუთმობენ. შესაძლებელია ეს გამართლებულიც იყოს და წლის მეორე ნახევარში დაწყებული ნაცნობობა ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სასიყვარულო ცდუნებებს ვერც დაოჯახებული მაიმუნები გაექცევიან. ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილისა და წინდახედულების გამოვლენა, რადგან არის ალბათობა, რომ თქვენი გარე-გარე სიარულის ამბავი საჯარო ინფორმაცია გახდეს.

მაიმუნებმა ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, განსაკუთრებით კი საკვებს. დიდი ალბათობაა არა მხოლოდ წონაში მომატების, არამედ საკვების გადამამუშავებელი სისტემის დაავადების. არსებობს ასევე საკვებით მოწამვლისა და შემდეგში ორგანიზმის დამაბინძურებელი შლაკებისა და ტოქსინების გაჩენის შანსიც.

2013 – მამლის წელიწადში დაბადებულთათვის

2013 წელი მამლებისთვის ცხოვრებისეული ცვლილებების, სამყაროს შეგრძნების შეცვლის წელი გახდება, რაც ამ ნიშნის წარმომადგენელთა სულიერ ზრდას შეუწყობს ხელს. საკუთარი თავის შეცვლას თუ მოახერხებენ, მათ ირგვლივ სამყაროც შეიცვლება. ეს ყველაფერი მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ. თუ საკუთარი ეგოიზმისგან თავის დახსნას მოახერხებენ, მამლები ადამიანებთან ურთიერთობისა და სიყვარულის მოთხოვნილებას იგრძნობენ, რაც მათ რადიკალურად შეცვლის.

2013 წელს წარმატების საწინდარი გუნდური მუშაობა იქნება. მარტო მომუშავე მამალი წარმატებას ვერ მიაღწევს, ამაში ხელს სიჯიუტე და სიფიცხე შეუშლის. მან კომპრომისის გაკეთება უნდა ისწავლოს, ისე, რომ პოზიციები არ დათმოს და ამ შემთხვევაში ოპონენტამდე იდეების ვირტუოზულად მიწოდებასაც მოახერხებს. წარმატება ხარისხობრივად ახალ იდეებს მოუტანს. მსხვილ ფულთან დაკავშირებულ გარიგებებზე წასვლა არ ღირს, რადგან გაკოტრების რისკი დიდია. წლის შუა პერიოდში მამლის ნიშნის ქვეშ დაბადებულები იმ ინფორმაციას მიიღებენ, რაც მათი ბიზნესის განვითარებისთვის საკვანძო იქნება.

ამ ასპარეზზე მამლებს სიმტკიცის გამოცდა ელით. საყვარელი ადამიანის შესანარჩუნებლად მოთმინებისა და გაგების გამოჩენა მოგიწევთ. განსაკუთრებით თებერვალსა და მარტში. საწინააღმდეგო შემთხვევაში ურთიერთობა შეიძლება განხეთქილებით დამთავრდეს. მარტოხელა მამლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი აპრილი იქნება. ივნისიდან სექტემბრამდე კი ხანგრძლივი ურთიერთობების მომტანი ნაცნობობის იმედი ნუ გექნებათ.

ეს წელი იდეალური იქნება დახარჯული ძალების აღდგენისა და პოზიტიური სასიცოცხლო ენერგიის დასაგროვებლად. გაანებივრეთ საკუთარი თავი საზღვაო კურორტზე შვებულებით, რათა ზამთარში მოსალოდნელი საქმეებისთვის ენერგია საკმარისი გქონდეთ. ამ წელს განსაკუთრებით მგრძნობიარეა კანი, ამიტომ დამწვრობებს მოერიდეთ, ასევე ულტრაიისფერ სხივებსაც.

2013 – ძაღლის წელიწადში დაბადებულთათვის

2013 წლის დასაწყისში ძაღლის წელს დაბადებულ ადამიანებს ცხოვრებისეული პირობების უეცრად და მკვეთრად შეცვლა თავგზას აუბნევს, მაგრამ ნელნელა გონს მოვლენ, დინების მიმართულებით სვლას შეაჩერებენ და შეეცდებიან, ყველაფერი საკუთარი სურვილების მიხედვით მოაწყონ. სასურველი მდგომარეობის მოსაპოვებლად გაწეული ტიტანური შრომა უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ემოციური ძაღლებისთვის. ძალების აღდგენის საუკეთესო საშუალება კი ამ წელს თერაპიის სეანსები და ხარისხიანი სექსი იქნება.

ძაღლების პოზიცია კოლექტივში ბეწვზე კიდია. ერთი დაუფიქრებელი სიტყვა და მთელი წლის განმავლობაში ნაგროვებ პოზიტიურ წამოწყებებს წყალი წაიღებს. გააკონტროლეთ ემოციები და პროვოკაციებს ნუ აყვებით. საკუთარ თავში დარწმუნებული, ნიჭიერი ძაღლები რისკიანი და არაორდინალური სვლების წყალობით პატივისცემასა და უწინდელ შემოსავლებს დაიბრუნებენ. მაგრამ ეს შემოდგომამდე არ მოხდება და თანაც მოგიწევთ ბევრი იშრომოთ, ოჯახი დაივიწყოთ და არც ჯანმრთელობას გაუწიოთ ანგარიში.

2013 წელი გამორჩეული იქნება საბედისწერო შეხვედრით, რომელიც ძაღლებს დიდხანს დაამახსოვრდებათ. ეს იქნება ვნებიანი რომანი, რომელიც კომეტასავით ჩაივლის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ცხოვრებაში და უკან მხოლოდ მტკივნეულ ჭრილობას დატოვებს. მძაფრ შეგრძნებებს მონატრებულ ძაღლს ამ წელიწადში ისინი არ მოაკლდება. თუმცა საეჭვოა, ბედნიერება მოუტანოს. დაოჯახებულმა ძაღლებმა ოჯახში თავიანთი როლი უფრო მნიშვნელოვანი უნდა გახადონ და ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციონ.

სტრესული მდგომარეობიდან, რომელშიც ძაღლები იანვარსა და თებერვალში ამოყოფენ თავს, გაზაფხულისთვის კვალიც არ იქნება დარჩენილი. მასაჟსა და იოგაზე უარს ნუ იტყვით. გველის ენერგეტიკა ძაღლს დამატებითი რეზერვების აღმოჩენის საშუალებას მისცემს. ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებული ძაღლები მკურნალობის ახალ კურსს დაიწყებენ, რასაც შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც დაჭირდეს, რაც წარმატებულად დასრულდება. წელიწადი ხელსაყრელია გარეგნობის შესაცვლელად, წონის მოკლება იქნება ეს თუ პლასტიკური ოპერაცია.

2013 – ტახის წელიწადში დაბადებულთათვის

ტახების მთავარი ამოცანა 2012 წელს გველის, წლის პატრონისთვის „ლაგმის ამოდებაა“. თუ ამას მოახერხებს, ტახს თავბრუდამხვევი წარმატება ელის საქმიანობის ყველა სფეროში. უამბიციო ტახები კი წელიწადს მშვიდად, მთავარი მოვლენებისგან შორს დაიჭერენ თავს.

2013 წელი ზერთული იქნება, გამასავათებელი შრომა მოგიწევთ და შედეგიც თითქოს არაფერი. მოგეჩვენებათ, რომ ერთ ადგილს ტკეპნით. და მხოლოდ წლის ბოლოსკენ გამოიღებს თქვენი ნაშრომი ნაყოფს. ამ პერიოდამდე მშვიდად, თვითრწმენის დაუკარგავად რომ მიაღწიოთ, ამისთვის ახლობელ ადამიანს დაეყრდენით. წლის ბოლო პერსპექტიული პროექტებითა და ახალი შემოთავაზებებით იქნება „დამუხტული“.

მთელი წლის განმავლობაში ტახები საწინააღმდეგო სქესის ყურადღების მიპყრობას ეცდებიან. მათ უნდა იფიქრონ იმიჯის შეცვლაზე, კომპლქსებისგან გათავისუფლებაზე, რაც მხოლოდ მათ განვითარებას და წინსვლას უშლის ხელს. ელოდეთ საინტერესო ნაცნობების გამოჩენას, რაც მივლინებებში ან გზაში მოხდება. შემოდგომაზე ტახი ამურის ქსელში აღმოჩნდება გახვეული.

ტახებმა 2013 წელს განსაკუთრებული ყურადღება გულსა და სისხლძარღვებს უნდა მიაქციონ. იზრუნეთ ასევე სასუნთქ სისტემაზე, რადგან დიდია რესპირატორული დაავადებების საფრთხე. მეტისმეტად ინტენსიური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ზაფხულში მცირე შვებულება მაინც უნდა აიღოთ, რათა სასიცოცხლო ძალების აღსადგენად სამოგზაუროდ წახვიდეთ.

(მომზადებულია Friday-ს მიხედვით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100