სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთა თოფურია ჩუმად გათხოვდა (ვიდეო)

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია გათხოვდა. ქართველმა მომღერალმა და ებრაელმა ბიზნესმენმა, ქორწილი ჩუმად, ვიწრო წრეში გადაიხადეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსულ მედია ავრცელებს.

„სიმართლე თუ სატყუარა ჟურნალისტებისთვის“-სტატიები მსგავსი სათაურით რუსულ მედიაში უკვე გამოქვეყნდა. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ქეთას გათხოვების ამბავი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ერთ-ერთი რუსულ ტელეარხთან საუბრისას ა სტუდიოს სოლისტმა ლევ გეიხმანთან ქორწინება დაადასტურა. როგორც ქეთამ თავად განმარტა, დიდი ქორწილისგან თავი მხოლოდ იმიტომ შეიკავეს, რომ ხმაურის ატეხვა არ სურდათ.

ქეთა თოფურია და ლევ გეიხმანი ერთმანეთს 3 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, ქეთასთვის ეს პირველი ქორწინებაა, რუსეთში მოღვაწე ებრაელ ბიზნესმენ, ლევ გეიხმანს კი ყოფილი ცოლი და ერთი ქალიშვილი ჰყავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100