ჯენიფერ ენისტონი კენიაში იქორწინებს

გაზეთი Daily Mirror წერს, რომ ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერი ქორწინების დეკემბერში იქორწინებენ. ცერემონიალი კენიაში გაიმართება, ხოლო როდესაც ლოს–ანჯელესში დაბრუნდებიან, ურთიერთობას ოფიციალურ სახეს მისცემენ.

„ორივეს ჩუმი ქორწინება სურს, ძალიან მოსწონთ საზღვარგარეთ ქორწინების იდეა. კენიაში გამგზავრება რომანტიულ მოგზაურობად გადაიქცევა, სადაც არაფორმალური ცერემონიალი გაიმართება. ლოს–ანჯელესში დაბრუნებისთანავე ოფიციალურად იქორწინებენ.“ – ამბობს წყვილის ახლობელი.

ინფორმატორმა ასევე დაამატა, რომ თუ ქორწინება კენიაში შედგება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯენიფერის დედა გამგზავრებას ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, ენისტონი რამდენიმე წლის განმავლობაში არ ეკონტაქტებოდა დედას, მასთან ურთიერთობა ცოტა ხნის წინ აღადგინა.

კომენტარი