სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა

2009 წლის სამ სექტემბერს ლოს-ანჯელესში პოპ-მუსიკის მეფე, მაიკლ ჯექსონი დაკრძალეს.

მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი - მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი. მან სახელი 12 წლის ასაკში, მუსიკალური ჯგუფით „ჯექსონების ხუთეული“ გაითქვა. შედეგად კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული მუსიკოსი გახდა.

განსაკუთრებული პოპულარობით სამი მუსიკალური ალბომი სარგებლობს: „Off The Wall” (1979), “Thriller” (1982) და “Bad” (1987). აღსანიშნავია რომ „Thriller“ გინესის რეკორდების წიგნში არის შეტანილი, როგორც ყველაზე მაღალგაყიდვადი მუსიკალური ალბომი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ გაყიდულია 108 მილიონი ეგზემპლარი. ჯექსონმა სიცოცხლის მანძილზე 13-ჯერ მიიღო გრემის პრემია.

მას მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი რამდენიმე მათგანმა სიკვდილზეც კი არ თქვა უარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100