სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიბრატორებს უშვილობა მოაქვს!

„გრინფისის" ნიდერლანდების განყოფილებამ შეამოწმა მოზრდილთა სათამაშოები და დაადგინა, რომ ფტალატები, რომლებიც დრეკადობას სძენენ ვიბრატორებს, ანგრევენ ქალთა რეპროდუქციულ სისტემას - ვიბრატორების და სხვა სექს-სტიმულატორების გამოყენება იწვევს ქალთა უშვილობას.

„გრინფისის" ქიმიკოსებმა დაადგინეს, რომ ჰოლანდიის სექს-შოფში გასაყიდად დაშვებული რვა ვიბრატორიდან შვიდი სახიფათოა ქალის ორგანიზმისთვის - ისინი არღვევენ ჰორმონალურ სისტემას და აუარესებენ ღვიძლისა და თირკმელების მუშაობას; ფილტვებზე მავნე ზეგავლენით ახდენენ ასთმის პროვოცირებას.

ნიდერლანდელი ქალებისათვის ვიბრატორების მიერ მიყენებული ზიანის ზომის გარკვევა შესაძლებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სათანადო სავაჭრო დაწესებულებანი ყოველწლიურად ვიბრატორების გაყიდვით 15 მილიონ ევროს შესატყვის მოგებას ნახულობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100