სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფსიქოლოგიური ხრიკები - როგორ გავიმარჯვოთ კამათში

უცნაური სიტყვები და ტერმინები - ეს მეთოდი მაშინ უნდა გამოიყენოთ, როდესაც პატივმოყვარე ადამიანს ეკამათებით. ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ გკითხონ რას ნიშნავს ეგ სიტყვა. უმეტეს შემთხვევაში ისეთ სახეს მიიღებენ, თითქოს გაიგეს რაც თქვით.

კონტრშეკითხვები - როდესაც ოპონენტი თემას უხვევს და თავს არიდებს რაიმე საკითხზე საუბარს, ისარგებლეთ ამ მეთოდით.

მოულოდნელობის ეფექტი - შეეცადეთ სწრაფად ელაპარაკოთ. ასეთ შემთხვევაში, თანამოსაუბრეს მხოლოდ ფსიქოლოგიურ დისკომფროტს კი არ უქმნით, მის ტვინს ხელს უშლით მიღებული ინფორმაციის სწრაფად აღქმაში.

ეჭვი - ძალიან მარტივი ხრიკია, რომლის დახმარებითაც მოწინააღმდეგეს უხერხულ სიტუაციაში ჩააყენებთ. ხშირად დაუსვით ისეთი შეკითხვები, როგორიცაა „გგონია გატყუებ?“ ის იძულებული ხდება თქვენზე აღარ იეჭვოს და მისი აზრების წაკითხვაც გაცილებით ადვილი გახდება.

გამეორება - ამ ხრიკის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი და იგივე აზრი, სხვადასხვა სიტყვებით, რამდენიმეჯერ გაუმეოროთ. ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგისათვის აზრი ნაცნობი ხდება და მის უარყოფასაც ნაკლებად შეეცდება.

ირონია - ეს მეთოდი მაშინ უნდა გამოიყენოთ, როდესაც კამათი თქვენთვის არახელსაყრელ ფორმას იღებს. ამ შემთხვევაში პრობლემას თავს ადვილად აარიდებთ. როდესაც ოპონენტს ეუბნებით: „თქვენი მტკიცებულებები ჩემს ცნობიერებას აღემატება!“ ან „ეს უბრალოდ აბსურდია!“ მას დაუკმაყოფილებლობის განცდას უტოვებთ, რჩება იმედგაცრუებული და ის პოზიციას შეარბილებს კამათის გაგრძელების მიზნით.

წყენა - ეს მეთოდიც მაშინაა ეფექტური, როდესაც კამათის შეწყვეტა გსურთ. მიანიშნე, რომ მისმა სიტყვებმა გული გატკინა. მოწინააღმდეგე ვეღარ შეძლებს კამათის გაგრძელებას, ვინაიდან, იმედგაცრუებულის პოზიციაში ახლა თქვენ ხართ.

სოკრატეს მეთოდი - ყველაზე ეფექტური მეთოდი როგორ წარმართოთ კამათი თქვენს სასარგებლოდ - ოპონენტს თავიდანვე აიძულეთ თქვენს განცხადებებს დაეთანხმოს. ასეთ შემთხვევაში, ის ფიქრობს, რომ დასკვნა, რომელშიც გეთანხმებათ, მისი გამოტანილია. მთავარია, რომ თქვენს ყველა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცეს. „თქვენ ხომ თავად მითხარით ეს?“; „ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ სამართლიანი ადამიანი ხართ და სიტუაციას ობიექტურად აფასებთ, ასეა?“ ეს თანამოსაუბრეს დადებით ემოციებს მატებს და რწმუნდება, რომ მისდამი კეთილგანწყობილი ხართ.

წყარო: http://presa.ge/new/?m=yellow&AID=15228

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100