სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დევიდ ბექჰემის ქალიშვილი ყველაზე „მოდურ“ ბავშვად აღიარეს (ფოტო)

ცნობილმა ბრიტანულმა ბრენდმა „My1stYears“-მა, რომელიც ბავშვებისთვის სხვადასხვა ნივთებს ქმნის, გადაწყვიტა ყველაზე მოდური პატარების სია შეედგინა.

რეიტინგის ლიდერი დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ქალიშვილი, ჰარპერი გახდა. გოგონა ჯერ ვერც კი დადის და მსოფლიოში ცნობილი ბრენდები მათ მშობლებს მილიონებს სთავაზობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ჰარპერს მათი ტანისამოსი მოარგონ.

მეორე ადგილს ტელეწამყვანისა და მსახიობის, ამანდა ჰოულის ქალიშვილი, ჰოლი როუზი დასჯერდა. ბრინჯაოს მედალი კი ბიონსესა და ჯეი-ზის ქალშვილს, ბლუ აივის ერგო.

მეოთხე ადგილზე ბრიტანელი ვოკალისტის, უნ ჰილის ქალიშვილი, აიიფე ბელი გავიდა. მეხუთე ადგილი წილად კორტნი კარდაშიანის ვაჟს, მეისონ დენ დიშიკს ხვდა.

მეექვსე ადგილს სური კრუზი, ტომ კრუზის ქალიშვილი დასჯერდა. მეშვიდე ადგილი ტელეწამყვანის, პიჩეტ გელდოფის ვაჟს ერგო. მერვე ადგილზე მოდელის, მაილი კლასის ქალიშვილი, მეცხრეზე მენი მინოუგის ქალიშვილი, მეათეზე კი უეინ რუნის ვაჟი, კაი გავიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100