სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტომ კრუზმა და კეტი ჰოლმსმა განქორწინება გადაწყვიტეს

ხუთწლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ, ტომ კრუზმა და კეტი ჰოლმსმა განქორწინება გადაწყვიტეს.

ვარსკვლავები 2006 წელს დაქორწინდნენ. იტალიაში შეუდარებელი საქორწილო ცერემონიალი შედგა, რომელსაც მსახიობებისთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანები ესწრებოდნენ. ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე კი ვარსკვლავურ წყვილს ქალიშვილი, სური შეეძინათ, რომელიც როგორც ცნობილია, განქორწინების შემდეგ დედასთან იცხოვრებს.

ხუთი წლის მანძილზე კრუზი და ჰოლმსი სამაგალითო ცოლ-ქმრად ითვლებოდნენ. მაგრამ ჭორები იმის შესახებ, რომ ჰოლმსი საკუთარი პირადი ცხოვრებით კმაყოფილი აღარ არის, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.

ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლმსს მობეზრდა საკუთარი ქმრის ჩრდილქვეშ ცხოვრება. შედეგად კი საქმე განქორწინებამდე მივიდა. ალბათ ეს პროცესი საკმაოდ ხმაურიანი იქნება.

„ეს კეტისა და მისი ოჯახის პირადი ცხოვრებაა. გარეშე პირებს ამ პროცესში უხეშად ჩარევის უფლება არ აქვთ. მიუხედავად არსებული უთანხმოებებისა, ყოველივე ისე მოგვარდება, რომ მათი ქალიშვილი, სური არ დაზარალდეს. ბავშვის ბედნიერება კეტისთვის ყოველთვის უპირველესი იყო“, - აღნიშნავს ჰოლმსის ადვოკატი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100