სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესტონელი ქალბატონები საკუთარი მკერდის ზომით უკმაყოფილონი არიან

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალბატონების ძალიან დიდი ნაწილი არა ბუნებრივ, არამედ ხელოვნურ მკერდს ანიჭებს უპირატესობას. სტატისტიკა აღნიშნული ტენდენციის პოპულარობას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ესტონეთშიც გვიჩვენებს.

აშშ-ში ყველაზე პოპულარული პლასტიკური ოპერაციები მკერდის გადიდება, დაპატარავება და აწევა გახლავთ. მეორე ადგილს სახისა და ყელის კანის დაჭიმვა, ცხვირის ოპერაცია, ზედმეტი ცხიმის მოშორება და მუცლის პლასტიკა გახლავთ.

აშშ-ს მაგალითს კი ესტონელმა ქალბატონებმაც მიბაძეს. როგორც აღმოჩნდა არა მხოლოდ შეერთებული შტატების სუსტი სქესის წარმომადგენლებს, არამედ ესტონელ მანდილოსნებსაც იზიდავთ საკუთარ სეხეულში კორექციების შეტანა.

სტატისტიკურად ესტონეთში ზემოთ ჩამოთვლილ პლასტიკურ ოპერაციებში მკერდის გადიდება ლიდერობს. ესტონელ ქალბატონებს უბრალოდ საკუთარი მკერდის მცირე ზომა არ მოსწონთ და მათი უმრავლესობა პლასტიკურ ქირურგიასაც მიმართავს.

ესტონელი მამაკაცების გამოკითხვამ კი ასეთი შედეგები აჩვენა: 25 პროცენტი თვლის, რომ ესტონელ ქალბატონებს იდეალური ტანი აქვთ, 44 პროცენტის აზრით ქალბატონებს იდეალური სხეული, მაგრამ მათ უმრავლესობას პატარა მკერდი აქვს, 31 პროცენტის აზრით კი ხელოვნური გზით გადიდებული მკერდი კარგია, მაგრამ ესტონელი ქალბატონების ბუნებრივი მკერდი უფრო მისაღებია მათთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100