სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 წლამდე ასაკის ქალბატონები ინტიმურ ურთიერთობაზე პირველივე პაემანზე თანახმანი არიან

ბრიტანელმა სოციოლოგებმა გამოკითხვა ჩაატარეს, გამოკითხვაში მონაწილეობას 1 170 ქალბატონი იღებდა. მათი ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობდა.

შედეგები კი საკმაოდ გასაოცარი აღმჩნდა. იმ ქალბატონების მესამედი რომელთა ასაკი 30 წელიწადზე ნაკლებია, თანახმანი არიან პირველივე პაემნის შემდეგ ინტიმურ ურთიერთობაზე.

აღსანიშნავია, რომ გამონაკლისს 24-წლის ქალბატონები მიეკუთვნებიან, რომელთა ასაკი ასე თუ ისე გარდამტეხია სუსტი სქესის წარმომადგენლის ცხოვრებაში და ამ ასაკში ქალბატონები მაქსიმალურად ერიდებიან შეცდომების დაშვებას. ამიტომ, 24 წლის ქალბატონების მხოლოდ 12 პროცენტი დაკავადებოდა სექსით პირველივე პაემანზე.

ოცდაათ წელიწადს გადაცილებული ქალბატონები კი სექსუალურ კავშირზე მხოლოდ მესამე პაემნის შემდეგ თანხმდებიან. გარკვეულ ნაწილს კი რამდენიმე თვიანი ურთიერთობის, გაცნობისა და შეცნობის შემდეგ ურჩევნია ამ დელიკატური საკითხის განხილვა.

მოკლედ, ალბათ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ერთი გამოკითხვის შედეგებით მსჯელობა არ შეიძლება. 1 100 ქალბატონით მთელი მსოფლიოს სუსტი სქესის წარმომადგენლებზე ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ მამაკაცებო, ალბათ აღნიშნულ ინფორმაციაში სულ მცირე რამ მაინც არის გასათვალისწინებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100