სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკარლეტ იოჰანსონს პარანოია დაეწყო

ცნობილ ჰოლივუდელ ვარსკვლავს, სკარლეტ იოჰანსონს, ცხოვრებაში რთული პერიოდი დაუდგა. პოპულარობამ გოგონას სასტიკი დაავადება შესძინა – ვარსკვლავს სახლიდან გამოსვლის ეშინია.

შიშის მიზეზი კი ერთი წლის წინ მომხდარი გახდა: უცნობმა ჰაკერმა სკარლეტის მობილური ტელეფონიდან მისი პირადი ფოტოები მოიპარა და ინტერნეტში გაავრცელა.

ამის შემდეგ, მხატვარმა, ფსევდონიმით Xvala, მთელს ჰოლივუდში შიშველი იოჰანსონის უზარმაზარი პოსტერები გააკრა. ამ გზით სხვა ვარკსვლავებს აფრთხილებდა: „ორჯერ დაფიქრდით იმაზე, რის გაკეთებასაც აპირებთ. ელექტრონულ მედიაში რაიმეს შენახვა ძალიან დიდი რისკია.“

ამ მოვლენის შემდეგ, სკარლეტ იოჰანსონს ჰგონია, რომ როდესაც ქუჩაში გამოდის ყველა მას შიშველს წარმოიდგენს, პაპარაცები კი ყველა ბუჩქში არიან ჩასაფრებულები.

„კაფეში სასადილოდ გავდივარ და ვფიქრობ იმაზე, რომ შემხვედრ ადამიანებს შიშველი ვყავარ ნანახი. ამაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, არ შემიძლია. ეს უკვე პარანოიაა“ – ასეთ კომენტარს აკეთებს ვარსკვლავი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100