სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

ექსკლუზივი: შერონ სტოუნი საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს - მეგავარსკვლავის პროტესტი რუსეთს

რამდენიმე წუთის წინ ამერიკულ ინტერნეტფორუმებზე სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა: ჰოლივუდის მეგავარსკვლავი, შერონ სტოუნი ოფიციალურად ითხოვს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. როგორც ბლოგერები აღნიშნავენ, ამის შესახებ თავად შერონ სტოუნმა განაცხადა და დაამატა, რომ გადაწყვეტილება „პატარა, ძლიერი და მებრძოლი ქვეყნის მხარდასაჭერად“ მიიღო. მართალია, თავად ვარსკვლავს არ დაუკონკრეტებია, იგულისხმა თუ არა ამ გადაწყვეტილებაში პროტესტი რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ინტერნეტფორუმებზე სწორედ ამას მიანიშნებენ.

ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ შერონ სტოუნის გადაწყვეტილების კომენტირება ცნობილ მსახიობს, რობერტ დე ნიროს სთხოვა. გამოცემას სიტყვასიტყვით მოჰყავს რობერტ დე ნიროსთან საუბრის ბეჭდური ვერსია:

„-შერონ სტოუნმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გეგმავს, რათა ამ პატარა ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადოს. რას იტყვით თქვენი კოლეგის გადაწყვეტილებაზე?

-უკაცრავად, გამიმეორეთ, თუ შეიძლება, რომელი ქვეყნის მოქალაქეობას ითხოვსო?

-საქართველოს.

-საქართველო... ბუნდოვნად მახსოვს... აჰა, გამახსენდა. მე ნამყოფი ვარ მაგ ქვეყანაში და ისიც ვიცი, რომ ისინი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ რუსეთს ეომებოდნენ. საქართველოს მოქალაქეობაზე არც მე ვიტყოდი უარს, ამიტომ, შერონის საქციელი შემიძლია, მხოლოდ მოვიწონო.“

ინფორმაცია უკვე აიტაცეს რუსულ ინტერნეტსივრცეში - რუს ბლოგერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შერონ სტოუნის ეს გადაწყვეტილება აშკარად და „კიდევ ერთხელ“ ლახავს რუსეთის იმიჯს.

შერონ სტოუნისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ქართული მხარე მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც ოფიციალური განცხადება შესაბამისი სტრუქტურებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

წყარო

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100