სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მის კანადა“ ტრანსსექსუალი აღმოჩნდა და „მის სამყაროს“ კონკურსში მონაწილეობა აუკრძალეს

კანადას ტრანსსექსუალი „მის კანადა 2012“ ჰყავს. ვანკუვერში დაბადებულმა ჯენა ტალაჩკოვამ, მომხიბვლელმა ქერა გოგონამ ჟიურის წევრები ადვილად მოხიბლა და კონკურსიც დიდი უპირატესობით მოიგო.

სწორედ მას უნდა წარმოედგინა „მის სამყაროზე“ კანადა, მაგრამ მას ამის გაკეთება აღარ მოუწევს: „მის სამყაროს“ ორგანიზატორებმა უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ ჯენა ტალაჩკოვას კონკურსში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. მიზეზი ის გახლავთ, რომ ჯენა ქალად არ დაბადებულა - ის ტრანსსექსუალია.

„ჩვენი კონკურსის პირობებში მკაცრი მოთხოვნაა, რომ მასში მონაწილეობენ მხოლოდ ისინი, ვინც გოგოებად დაიბადნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ჯენას არჩევანს, მაგრამ ის ვერ გახდება „მის სამყაროს“ კონკურსის მონაწილე“, - აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისი თქმით, ჯენამ დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას იმის შესახებ, დაიბადა თუ არა ქალად, როცა საკონკურსო ანკეტა შეავსო.

ჯენა ტალაჩკოვა კი მიიჩნევს, რომ მისი დისკვალიფიკაცია უფლებების დარღვევაა და მსგავსი დისკრიმინაცია ყველა ტრანსსექსუალს შეურაცხჰყოფს. „ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამ მსოფლიო დონის კონკურსზე ხდება“, ამბობს მამაკაცად დაბადებული და ქალად გარდაქმნილი ჯენა ტალაჩკოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100