სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლინა გაგარინასა და კონსტანტინე მელაძის რომანს ოთარ ქუშანაშვილი ეჭვის თვალით უყურებს

48 წლის კონსტანტინე მელაძის ახალი გატაცება 24 წლის რუსი მომღერალი - პოლინა გაგარინა გახდა, - ამის შესახებ რუსული ყვითელი პრესა იტყობინება. პოლინა გაგარინა ადრე იგორ კრუტოის რჩეული იყო, მაგრამ ვერც მისმა მონდომებამ გახადა კაშკაშა ვარსკვლავი, იმის მიუხედავად, რომ 2003 წელს „ვარსკვლავების ფაბრიკა-2“-ის გამარჯვებული იყო. პოლინამ სამი წლის წინ გაწყვიტა კონტრაქტი კომპოზიტორთან და ჩრდილში გადგა, მოგვიანებით კი მსახიობ პეტრე კისელოვზე გათხოვდა.

მართალია, პოლინასა და პეტრეს ბიჭუნა ეყოლათ, მაგრამ ოჯახური ცხოვრება მაინც ვერ ააწყვეს და ერთმანეთს სკანდალის გარეშე დაშორდნენ კიდეც. „მინდა, რომ ჩემს შვილს მამა ჰყავდეს, ამიტომ პეტრესთან მეგობრული ურთიერთობები შევინარჩუნე“, - განაცხადა პოლინა გაგარინამ.

უკრაინულ შოუ-ბიზნესში კი უკვე ალაპარაკდნენ, რომ სწორედ პოლინა გაგარინა გახდა კონსტანტინე მელაძის რჩეული მას შემდეგ, რაც მათ ერთმანეთი ერთ-ერთ მუსიკალურ შოუზე გაიცნეს. მათი თბილი ურთიერთობა მომენტალურად აისახა პოლინას კარიერაზეც: სულ ახლახან გამოვიდა მისი ახალი კლიპი „სპექტაკლი დასრულებულია“, რომლის გადაღებითა და გავრცელებით სწორედ ის საპროდუსერო კომპანიაა დაინტერესებული, რომელსაც მელაძეების და, ლიანა ხელმძღვანელობს.

მომღერლისა და კომპოზიტორის სიახლოვის შესახებ პირველად შოუმენი ოთარ ქუშანაშვილი ალაპარაკდა. მისი თქმით, მათი სიახლოვე იმდენად თვალშისაცემია, რომ კითხვის ნიშნებს არც ტოვებს. მაგრამ ქუშანაშვილმა ორივეს გაჰკრა კბილი და განაცხადა:

„რა არის ასეთი კონსტანტინე მელაძე, რომ ის ერთბაშად უყვარდება ყველას, ვისაც მასთან სამსახურებრივი შეხება ექნება? მარტივი ამბავია: პოლინას სჭირდება კონსტანტინე იმისთვის, რომ კარიერა ისევ გაიკეთიოს და ისევ მწვერვალზე აღმოჩნდეს, ის მისთვის ტრამპლინია და ამიტომაც შეუყვარდა. ის ფიოდორ ბონდარჩუკსაც შეიყვარებდა, თუკი ეცოდინებოდა, რომ კაშკაშა ვარსკვლავად აქცევს“, - ამბობს ქუთაისში დაბადებული და უკრაინაშიმ მოღვაწე შოუმენი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100