სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველადი დასკვნა საჯარო გახდა

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების მიზეზების შესწავლის მიზნით მიმდინარე გამოძიების ლოგისტიკურმა ნაწილმა უკვე დაასრულა ტავისი გამოძიება და დასკვნაც გამოაქვეყნა, საიდანაც იკვეთება, რომ ჯერჯერობით არანაირი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ მომღერალი მოკლეს, არ არსებობს.

CNN-თან საუბარში ლოგისტიკის ნაწილის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ დაკითხეს ყველა ექიმი, შეისწავლეს ყველა ფარმაცევტული დაწესებულება და აფთიაქი, რომელტანაც ბოლო დროს კავშირი ჰქონდა უიტნის, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს იმისთვის, რომ მკვლელობაზე ისაუბრონ.

იგივე წყარო ამბობს, რომ ყველა ტოქსიკოლოგიური კვლევა, რაც გარდაცვალებას უკავშირდება, 23 მარტს დასრულდება. ამ ხნის განმავლობაში ლოგისტიკის ნაწილმა დაკითხა უიტნი ჰიუსტონის ოჯახის წევრები და ახლობლებიც, მომღერლის ქალიშვილის, ბობი კრისტინა ბრაუნის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში, 2012 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100