სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

"ფორბსი" ლეგენდარული მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, მომღერალი ნომერში ტელეფონზე სასაუბროდ დარჩა. ამ დროს კი სასტუმროს დარბაზში "გრემის" დაჯილდოვების წინა სადილზე 800 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის უიტნის ქალიშვილი ბობი კრისტინა, ძმა გარი, რძალი პეტი და ადამიანი, რომელსაც ჰიუსტონისთვის მეგზურობა უნდა გაეწია ქალაქში სეირნობისა და ფოტოების გადაღების პროცესში.

ის, რაც არ გახმაურებულა: დაახლოებით 22:00 საათზე სასტუმროს მეოთხე სართულზე ექიმები გამოიძახეს. დაცვა და პოლიცია მათ თან გაჰყვა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ მათ მომღერლის საავადმყოფოში გადაყვანა მოუხდებოდათ, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. არავინ იცის რა მოხდა ამის შემდეგ. სავარაუდოდ, ბობი კრისტინა გარდაცვლილი დედის მეზობელ ოთახში საათების განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

კიდევ ერთი უცნაური ამბავი ისაა, რომ უიტნის ნომრის ქვემოთ მცხოვრები მამაკაცი მასთან ავიდა პრეტენზიით, რომ აბაზანიდან წყალი ჩამოვიდა. მამაკაცი ირწმუნება, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ ჩადიოდა წყალი უიტნის აბაზანიდან, გარდა ამისა, ნახა უიტნის ნომერში დამტვრეული ტელევიზორი.

ამ ფაქტს არ ადასტურებს სასტუმროს დაცვა. მისი თქმით, მამაკაცთან წყალი ნამდვილად ჩავიდა, თუმცა არა უიტნის ნომრიდან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო დონის მომღერალი, 12 თებერვალს, სასტუმრო Beverly Hilton-ში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100