სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიზაინერი, რომელიც ტანსაცმელს ყველას თვალწინ და ელვის უსწრაფესად ქმნის (ვიდეო)

ადამ სააკსი, ანუ, როგორც მას ხალხში უწოდებენ „მაკრატლის ხელი“ უკვე სახელგანთქმული დიზაინერია, ამს კი იმ უჩვეულო ნიჭის წყალობით მიაღწია, რასაც ქალების ტანსაცმლის ელვის უსწრაფესად შექმნა ჰქვია: ადამი ჩვეულებრივი მაისურიდან, მხოლოდდამხოლოდ მაკრატლის გამოყენებით ისეთ შედევრებს ქმნის, რომელსაც ათასობით ქალი მოჰყავს აღტაცებაში.

დანიაში დაბადებული ადამ სააკსი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. მან დიზაინერობა 10 წლის წინ დაიწყო, სან-ფრანცისკოში და სულ რამდენიმე წელი დასჭირდა, რათა მსოფლიოში გაეთქვა სახელი.

სააკსი ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს. Lenny Kravitz, Pink, Keira Knightly, Eva Longoria, Alicia Keys, Eve, Jessica Alba, Haley Duff, Jessica Simpson, Paris and Nicky Hilton, Nicole Ritchie - ეს იმ ცნობილთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ადამის ტანსაცმელს ატარებენ.

ხანდახან ადამ სააკსი სუპერმარკეტებშიც აწყობს „გასვლებს“ და ყველას თვალწინ, მაკრატლით ხელში გოგოებს ზედ ტანზე არგებს მის მიერ ოსტატურად გადაკეთებულ მაისურს, როგორც ამბობს, თავდაპირველად მსგავსი ტანსაცმლის დამზადება თოჯინებისთვის დაიწყო, მერე კი მიხვდა, რომ შეეძლო, ეს გატაცება პროფესიად ექცია და ამით ფულიც ეშოვა.

ადამ სააკსი უკვე საქვეყნოდ ცნობილი დიზაინერია, მაგრამ ზოგჯერ ყოვლად უფასოდ მუშაობს ხოლმე - ნებაყოფლობით ამზადებს ტანსაცმელს ხალხმრავალ ადგილებში. მისი „გასვლები“ არასდროსაა წინასწარ დაანონსებული, ასე რომ, ბედი მხოლოდ იმ ქალებს გაუღიმებს, რომლებიც საჭირო დროს და საჭირო ადგილას შემთხვევითობის წყალობით მოხვდებიან...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100