სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადონას ახალი პერფორმანსი ყველა დროის საუკეთესო შოუდ აღიარეს (ვიდეო)

ამერიკულმა და არამარტო ამერიკულმა მედიამ - სრულიად მსოფლიოს მუსიკალურმა საზოგადოებამ უკვე აღიარა, რომ ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის ფინალზე მადონას მიერ წარმოდგენილი პერფორმანსი არამარტო ამ სუპერთასის, დედამიწაზე ოდესმე ჩატარებული შოუებს შორის საუკეთესოდ აღიარეს.

ზოგს, შესაძლოა, ეს განცხადებები და შეფასება გადამეტებულად მოეჩვენოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც შოუს ნახავს, ალბათ, აზრს შეიცვლის: 53 წლის მადონა მშვენიერ ფორმაშია და მის სხეულს მოქნილობა და პლასტიკურობა რომ არ დაუკარგავს, ეს შოუც მოწმობს...

მადონა პერფორმანსში ძველი ეგვიპტის მმართველის ჩაცმულობითა და აქსესუარებით წარდგა. მას Givenchy-ს კაბა ემოსა და თავისი ცნობილი ჰიტები Music, Vogue, Like a Prayer შეასრულა, ასევე ნიკი მინაჟთან და მიეისთან ერთად ახალი სიმღერა - Give Me All Your Luvin იმღერა.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ სპორტულ მოვლენას - სუპერთასს, იგი ნიუ-იორკ ჯაიენთსმა“ მოიპოვა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 21:17 დაამარცხა „ნიუ-ინგლანდ პეტრიოტსი“.

სხვათა შორის, „ფრანს პრესმა“ გაავრცელა ცნობა, რომ მატჩის მიმდინარეობის დროს აღინიშნა ახალი რეკორდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წამის განმავლობაში გამოქვეყნებული ტვიტების კუთხით: სააგენტოს ცნობით, მატჩის ბოლო სამი წუთის განმავლობაში „ტვიტერზე“ წამში 10 ათასზე მეტი შეტყობინება თავსდებოდა, ხოლო მადონას გამოსვლის დროს - 8.000 შეტყობინება წამში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100