სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი მომღერალი, რომელიც ქართველი შეყვარებულის მონატრებამ ქართულად აამღერა (ვიდეო)

„კარგი ბიჭი, ჩემი კარტველი, ვიცი შენ მე გიკვარს მაგრად,

ჩემი ლამოზო, საკვარელი, მე მინდა ვიკო შენტან ერტააად!“ ,

- ეს სიმღერა სტუდიაში ნაკლებად ცნობილმა რუსმა მომღერალმა ლარა ვისოცკაიამ ჩაწერა. მასვე ეკუთვნის ტექსტი და მუსიკა და, როგორც აქაუნთის დასახელება ცხადყოფს, „იუთუბზეც“ მანვე განათავსა.

„შენ ჩემი ხარ“ - ასე დაარქვა ლარა ვისოცკაიამ საკუთარ, ქართულად შესრულებულ სიმღერას. ლარა ვისოცკაია ნოვოსიბირსკში ცხოვრობს და საესტრადო სიმღერების შესრულება ახლახან დაიწყო. ძირითადად, ტექსტს და მუსიკას თვითონვე წერს. ვისოცკაია კომენტარებში წერს, რომ ქართულად სხვა სიმღერებიც აქვს შესრულებული, ძალიან უყვარს საქართველო და გამოთქვამს იმედს, რომ ოდესმე მისი კონცერტი საქართველოშიც ჩატარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100