სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლედი გაგამ ქალწულობა გაუპატიურების შედეგად დაკარგა და აბორტი გაიკეთა?

სწორედ ეს შეკითხვა ისმის ყველაზე ხშირად ლედი გაგას მისამართით, მისი ახალი, ეპატაჟური და სკანდალური კლიპის "Marry the night" დღის სინათლეზე გამოსვლის შემდეგ, სადაც შიშველი ვარსკვლავი „სიგიჟეებს“ სჩადის. კლიპმა დიდი თავსატეხი გაუჩინა მომღერლის ფანებს და სხვადასხვაგვარი ვერსიებიც წარმოშვა.

ვერსიებმა უკვე ყვითელ პრესაშიც გაჟონა. ამასთან, არამხოლოდ ლედი გაგას ფანებს მიაჩნიათ, რომ მომღერალმა კლიპით გარკვეული მინიშნება გააკეთა საკუთარ პირად ცხოვრებაზე, თუმცა, ცხადია, არაფერი დაუკონკრეტებია.

ყველაზე აქტიური ვერსია გახლავთ ის, რომ თითქოს მომღერალმა აბორტი გადაიტანა. ამ ვერსიის მომხრეები იხსენებენ, რომ კლიპში ექიმი ლედი გაგას ეუბნება: „მახსოვს, როგორ გცემდი. ზუსტად ისე გამოიყურები, როგორც დედაშენი.“ ამ ვერსიის სასარგებლოდ კიდევ ორი დეტალი გამოიჭირეს: ექიმი უკრძალავს ლედი გაგას სექსუალურ კონტაქტს ორი კვირის განმავლობაში, ეს კი აბორტის შემდგომი, ინფექციისგან თავის დასაცავად საჭირო თავშეკავების ვადაა. მოგვიანებით კადრში ჩანს სპეციალურ თეთრეულში გამოწყობილი ლედი გაგა - ამ თეთრეულსაც სწორედ აბორტის შემდგომ იყენებენ, ასევე ინფექციისგან დასაცავად.

ლედი გაგას თაყვანისმცემელთა მეორე ნაწილის აზრით, მომღერალი კლინიკაში სუიციდის მცდელობის შემდეგ მოხვდა, მაგრამ სხვები ამ ვერსიას აბათილებენ და კონტრკითხვას სვამენ: მომღერალს კლიპში იარები ზურგზე აქვს და, რა საშუალებით უნდა ეცადა მას ამქვეყნიურ ცხოვრებაზე უარის თქმა, სხეულის ეს ნაწილი რომ დაეზიანებინა?

სხვათა შორის, ისეთი თაყვანისმცემლების რიცხვიც არ არის ხელწამოსაკრავი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ლედი გაგა მასზე ძალადობის შედეგად დაორსულდა და აბორტის გაკეთება ამიტომაც გადაწყვიტა. ამ ნაწილის აზრით, სწორედ გაუპატიურების შედეგად დაკარგა ქალწულობა მომღერალმა და სწორედ ამ ძალადობითაა გამოწვეული ზურგზე იარებიც. მით უმეტეს, ამ ვერსიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე მეტი ხელჩასჭიდი აქვთ, რადგან კლიპის პრემიერის დღეს ლედი გაგამ Twiter-ის საკუთარ მიკრობლოგზე დაწერა: „ორსულობა გაუპატიურებას მოჰყვა. სწორედ ამით აიხსნება სხეულზე ჩალურჯებული ადგილების სიმრავლე...“

მაგრამ მთავარი ინტრიგა ის გახლავთ, რომ სრულ სიმართლეს, ანუ პასუხს კითხვაზე - ნამდვილად ასახა თუ არა ლედი გაგამ კლიპში საკუთარი განცდები, მხოლოდ მისი მემუარებიდან თუ გავიგებთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100