სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი: „გამოვა მოროშკინა ციხიდან და ახალ წიგნს დაანონსებს, მან ეს განგებ მოაწყო“

ჟურნალიტსა და ტელეწამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს ეჭვი აქვს, რომ გუშინ „ნანუკას შოუში“ მომხდარი ინციდენტი ლალი მოროშკინამ საგანგებოდ მოაწყო, რათა ახალი სკანდალი მოეწყო, ხოლო შემდეგ ეს სკანდალი ახალ წიგნში აღსაწერად გამოეყენებინა.

„ძალიან ვწუხვარ, ლალი მოროშკინასთვის პატიმრობის შეფარდების გამო, მე მეგონა, რომ ეს ყველაფერი ბოდიშის მოხდით დასრულდებოდა და კონფლიქტი ამოიწურებოდა. ეჭვი მაქვს, რომ ლალი მოროშკინამ ეს სკანდალი იმისთვის მოაწყო, რათა თავისი პიროვნების ირგვლივ ახალი სკანდალი აეგორებინა. აგერ ვნახავთ, გამოვა მოროშკინა 15 დღის შემდეგ და სავარაუდოდ, ახალ წიგნს დაანონსებს. მან ამ სკანდალისთვის ჩემი შოუ გამოიყენა. სიცილით კითხულობდა კიდეც ჩხუბის შემდეგ: "ხვალ ნიუსებში ვიქნებით?" ძალიან ვწუხვარ იმაზე, რაც მოხდა და ბოდიშს ვუხდი ჩემს მაყურებელს“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ დაასრულა ლალი მოროშკინასა და თამარ ფხაკაძეს შორის გუშინ მომხდარი დაპირისპირების განხილვა. სასამართლომ მოროშკინას წვრილმან ხულიგნობაში დასდო ბრალი და 15 დღით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.

ლალი მოროშკინა სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დღეს დილით, დაახლოებით 8 საათზე აიყვანეს. დაკავებას წინ უძღოდა ლალი მოროშკინასა და თაკო ფხაკაძეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც მოროშკინამ ფხაკაძის წინააღმდეგ, „ნანუკას შოუს“ სტუდიაში, საახალწლო გადაცემის ჩაწერის დროს ჩანგალიც კი გამოიყენა.

საგამოძიებო ორგანოებმა დაკითხეს ის პირებიც, ვინც შოუს ჩაწერაზე მაყურებლის როლში იყვნენ მისულები და მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები გახდნენ. დაკითხვის შემდეგ მათგან ზოგიერთმა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ მოწმის სახით დაკითხეს და აღწერეს ის, რაც დაინახეს: როგორ ემუქრებოდა და უქნევდა ჩანგალს მოროშკინა ფხაკაძეს.

დღესვე პრესკონფერენცია მოაწყო „პრაიმტაიმის“ მთავარმა რედაქტორმა, თაკო ფხაკაძემაც, რომელმაც ლალი მოროშკინას ფსიქიკურ მდგრადობაში შეიტანა ეჭვი და მისი ფსიქიური მდგომარეობის შემოწმება მოითხოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100