სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან კობერიძე: აუცილებელია გავყოთ ორი თემა- მერიის პასუხი და მათი ვალდებულება

„აუცილებელია გავყოთ ორი თემა - მერიის მხრიდან პასუხი, ის ვალდებულება, რაც მერიას ჰქონდა მოქალაქის მიმართვის შემთხვევაში ეპასუხა კონკრეტულ ვადაში და მეორე, ის მოვლენები, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარდა.


ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც, მიუხედავად დაძაბულობისა, ცდილობს, ყველანაირი ფორმით უზრუნველყოფილი იყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება; რაც არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ქმედებებით. რაც შეეხება კონკრეტულად კარვის დადგმის თემას, ვფიქრობ, რომ თუკი იქნება მაქსიმალური უზრუნველყოფა ორივე მხრიდან - აქციის მონაწილეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან - რომ ის საფრთხეები იქნას არიდებული, რომელზეც შსს საუბრობს, ასეთ შემთხვევაში კარვის დადგმის შესაძლებლობაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, ამ ყველაფრის პროვოკაციად გამოყენების საშუალება არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“.

ეს სტილი ჩვენთვის ცნობილია, ცდილობენ ნებისმიერი შემთხვევა გადაზარდონ მსგავსი ტიპის დაძაბულობაში. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაძლოა რამე მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ის, რომ ისინი აქტიურები არიან ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. თუმცა მნიშვნელოვანია ისეთი ფორმის პოვნა, რომ არასამთავრობოები პოლიტიკური ავანსცენის ნაწილი არ გახდნენ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100