სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეით მიდლტონის სამშობიაროდან გამოსვლის კადრები ისტორიაში შევიდა - გაინტერესებთ მიზეზი?

ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენლების ცხოვრება ყველა ადამიანისთვის საინტერესოა, განსაკუთრებით ინგლისში. ისინი უყვართ, პატივს სცემენ და ხმაურიანი ოვაციებითა და შეძახილებით ხვდებიან მათ გამოჩენას.

კემბრიჯის ჰერცოგინია, პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი, ისევე როგორც თავის დროზე პრინცესა დიანა, საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობს.

ქეითსა და უილიამს 2018 წლის 23 აპრილს მესამე შვილი შეეძინათ და მშობიარობიდან ზუსტად 5 საათში კემბრიჯის ჰერცოგინია წმინდა მარიას სახელობის სამშობიარო სახლთან შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა. პატარა პრინცი სწორედ იმ დღეს დაიბადა, როდესაც ბრიტანეთი წმინდა გიორგის დღესასწაულს აღნიშნავდა. ეს მოვლენა მშვენიერი მიზეზი გახდა იმისა, რომ სამშობიაროდან გამოსული ქეითი, უილიამი და მათი უმცროსი ვაჟი თავიანთი ქვეყნის საპატივსაცემოდ სწორედ იმ ფერებში ყოფილიყვნენ გამოწყობილნი, რომელი ფერებიც სახელმწიფო დროშაზეა განთავსებული - უილიამს ლურჯი პიჯაკი ეცვა, ქეითს წითელი კაბა, ახალშობილი კი თეთრ სახვევში იყო გახვეული - ეს იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ბრიტანელებისთვის.

სამშობიაროდან ქეითის ღიმილიანი სახით გამოსვლამ ბრიტანელებში ნოსტალგია და სევდანარევი სიხარული გამოიწვია, რადგან 30 წლის წინ პრინცესა დიანაც სწორედ მსგავს სამოსში იყო გამოწყობილი, როდესაც ახალშობილ პრინც ჰარისთან ერთად ტოვებდა იგივე შენობას.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქეითის ჩაცმულობას პრინცესა დიანას ლუქს ამსგავსებენ.

2013 წლის 22 ივლისს, როდესაც ქეითმა პირველი ვაჟი გააჩინა, სამშობიაროდან ცისფერი კაბით გამოვიდა, რომელსაც თეთრი კოპლები ჰქონდა ზედ. 1982 წლის 21 ივნისს, როდესაც პრინცესა დიანამ უილიამთან ერთად დატოვა ჰოსპიტალი, სწორედ ასეთი ფერისა და გაფორმების კაბა ეცვა.

ამასთან, პრინცესა დიანა იყო პირველი სამეფო კარის წარმომადგენელი, რომელმაც დაარღვია ტრადიცია და ბუკინგემის სასახლის ნაცვლად წმინდა მარიას სამშობიაროში გააჩინა შვილები. დიანას მსგავსად, ქეითმაც იმავე სამშობიაროში იმშობიარა, სადაც პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი დაიბადნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100